Back

ევროპის საბჭო აგრძელებს სასამართლოს მიერ მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობების გაძლიერებას

ევროპის საბჭო აგრძელებს სასამართლოს მიერ მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობების გაძლიერებას

გრძელდება ტრენინგი დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ მონაცემთა შეგროვების შესახებ. 2019 წლის 14-15 დეკემბერს, კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარდა კახეთში, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან და უზენაეს სასამართლოსთან ერთად.

ტრენინგი მიზნად ისახავს მონაცემთა შეგროვების შესახებ შესაძლებლობის გაუმჯობესებას ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის მიხედვით. ტრენინგი მოიცავდა სტატისტიკის წარმოების მნიშვნელობას, ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ განმარტებებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით დისკრიმინაციის აკრძალვის საფუძვლებს. ტრენინგზე ასევე განიხილეს პრაქტიკულ მაგალითები თუ როგორ უნდა შეივსოს მონაცემთა შეგროვების ფორმები.  

ტრენინგში მონაწილეობდნენ სასამართლოს წარმომადგენლები.

“ევროპის საბჭოს პროექტის მიერ თანაშემწეებისათვის ორგანიზებულმა ტრენინგმა საშუალება მოგვცა განხილულიყო ფორმების შევსების ყველა დეტალი.  უაღრესად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნულ საკითხზე   დეფინიციების, განმარტებების, ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გაცნობა, რაც დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების აღრიცხვის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების საშუალებას მოგვცემს” – თქვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური სექტორის უფროსმა ლია მჭედლიშვილმა.

ტრენინგი ჩატარდა პროექტის “დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” ფარგლებში. პროქტი ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.