Back ვაგრძელებთ ღონისძიებებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შესაძლებლობათა გაძლიერებისათვის

ვაგრძელებთ ღონისძიებებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შესაძლებლობათა გაძლიერებისათვის

9-10 თებერვალს ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი სემინარი ორგანიზაციული და სტრატეგიული მენეჯმენტის საკითხებზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისათვის.

ევროპის საბჭოს ექსპერტმა მიმოიხილა ორგანიზაციული განვითარების ძირითადი ასპექტები და ინოვაციური მენეჯმენტისა თუ ორგანიზაციული კულტურის საკვანძო საკითხები. ასევე, მონაწილეებთან ერთად იმსჯელა გამოწვევებზე, რაც ორგანიზაციული კულტურის განვითარებასა და ყოველდღიურ მუშაობაში დანერგვას ახლავს.

სემინარის მეორე დღე მიეძღვნა საგანგებოდ ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული კულტურის ფორმირებაზე საუბარს.

აღნიშნული სემინარი არის ერთ-ერთი იმ აქტივობათაგან, რომლებიც ემსახურება ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერას ორგანიზაციული სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებაში, რომელიც ოფიციალურად ძალაში შევიდა 2018 წლის ნოემბერში.

სემინარი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

ლიკანი, საქართველო 9-10 თებერვალი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page