Back ბავშვები ეხმარებიან მთავრობას იმუშაონ ბავშვებისთვის

ბავშვები ეხმარებიან მთავრობას იმუშაონ ბავშვებისთვის

15 ნოემბერს, ევროპის უნივერსიტეტში ჩატარდა ბავშვთა კონფერენცია “ბავშვები ეხმარებიან მთავრობას იმუშაონ ბავშვებისთვის”, რომლის  დროსაც განხილულ იქნა  საქართველოში კიბერ ბულნგი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა.

ღონისძიება გაიმართა პარტნიორი ორგანიზაციების PHR და GCRT ორგანიზებით და ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასა და ძალადობაზე რეაგირება საქართველოში, ფაზა 1“ მხარდაჭერით. კონფერენცია მიეძღვნა ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვის  ევროპის დღეს (2019 წლის 18 ნოემბერი).

კონფერენცია გახსნეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვაჰაგ მურადიანმა და ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა თამარ კერძაიამ. შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თავიანთი საქმიანობის შესახებ ბავშვთა კიბერ ბულინგისა და სექსუალური ძალადობისაგან დაცვასთან მიმართებაში.

კონფერენციის მიზანი იყო ბავშვების გაძლიერების და ლიდერთა ინიციატივის მხარდაჭერა და მთავრობის დახმარება აღნიშნულ თემაზე მოსაზრებების გაზიარებით. საქართველოში ბავშვებს აქვთ   ძალიან მწირი ინფორმაცია ინტერნეტ-ძალადობის რისკებისა და არსებული საფრთხეების შესახებ. მეორე მხრივ, ამ თემის შესწავლისთვის ბავშვები არიან ინფორმაციის საუკეთესო წყარო: მათ შეუძლიათ ახსნან, რატომ ენდობიან ან არ ენდობიან პასუხისმგებელ პირებს და რა შეცდომებს უშვებენ უფროსები და სისტემა მათთან კომუნიკაციის დროს. ბავშვებს ყველაზე უკეთ შეუძლიათ დაარწმუნონ მთავრობის წარმომადგენლები, თუ რატომ უნდა პასუხობდეს ბავშვთა დაცვის რეფორმები მათ საჭიროებებს. ამას შეუძლია ხელი შეუწყოს ბავშვთა დაცვის სფეროში სახელმწიფოს ეფექტურ მუშაობას.

კონფერენციას ესწრებოდნენ 12-დან 18 წლამდე ასაკის 60 ბავშვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველისა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები. ორი საათის განმავლობაში ბავშვები განიხილავდნენ კიბერ ბულინგს და ძალადობას, აზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებასა და წუხილს მოცემულ თემასთან დაკავშირებით. ღონისძიების ბოლოს მათ შეიმუშავეს თავიანთი რეკომენდაციები სახელმწიფო მოხელეებისთვის.

"ეს დოკუმენტი მომზადებულია ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით და აქ გამოთქმული მოსაზრებები არავითარ შემთხვევაში არ ასახავს ევროპის საბჭოს ოფიციალურ პოზიციას."

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page