Back მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია (CEPEJ) მხარს უჭერს სასამართლო სისტემის გაძლიერებას საქართველოში

მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია (CEPEJ) მხარს უჭერს სასამართლო სისტემის გაძლიერებას საქართველოში

2020 წლის 18 მაისს, საქართველოს სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, ვიდეო კონფერენციის მეშვეობით, მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის SATURN-ის ცენტრის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრნენ.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლოს სისტემის წარმომადგნელებს შესაძლებლობა მიეცათ მსგავსი ფორმატის ონლაინ შეხვედრაში მიეღოთ მონაწილეობა. შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სასამართლოს დროის მენეჯმენტი და ნაშთად დარჩენილ საქმეთა კონტროლი COVID-19-ის პირობებში. ამას გარდა, შეხვედრაზე საუბარი იყო, ასევე, საქმის წონების სისტემაზე, რომლის პროექტზე მუშაობაც ხსენებულმა სამუშაო ჯგუფმა უკვე დაასრულა.

SATURN-ის ცენტრის მთავარი ამოცანა წევრ სახელმწიფოებში საქმისწარმოების ვადების თაობაზე ინფორმაციის შეგროვებაა. ამ ინფორმაციის გამოყენებით, წევრ სახელმწიფოებს შესაძლებლობა ეძლევათ შეიმუშავონ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც სამართლიანი სასამართლოს უფლების გონივრულ ვადაში განხორციელებას უწყობენ ხელს, რაც თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლებრივი სიკეთეა.

წინამდებარე აქტივობა ორგანიზებულია ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და ადვოკატთა პროფესიონალიზმის ამაღლება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ პროგრამა პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის ფარგლებში.

თბილისი, საქართველო 18 მაისი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page