Back რეგიონულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს საარჩევნო პროცესებში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ

რეგიონულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს საარჩევნო პროცესებში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის  შესახებ

20 მაისს, დისტანციურ რეგიონულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს  საარჩევნო პროცესებში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის  შესახებ.

ევროპის საბჭო ხელს უწყობს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შორის ეფექტიანი დიალოგის პლატფორმების ჩამოყალიბებასა და კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარებას. ციფრული ტექნოლოგიები სულ უფრო ხშირად გამოიყენება საარჩევნო პროცესებში, რაც განაპირობა მსოფლიოში პანდემიის მიერ გამოწვეულმა შეზღუდვებმა და არა მხოლოდ. ბოლო წლებში, ციფრული ტექნოლოგიების უსაფრთხოებას  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, რადგანაც ეს გავლენას ახდებს არჩევნების მიუკერძოებლობაზე. კანონმდებლებს ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რომ  არჩევნებში  ციფრული ტექნოლოგიების  გამოყენების მომწესრიგენელი ნორმების დადგენისას უზრუნველყონ მათი  კონსტიტუციურ პრინციპებთან შესაბამისობა.

რეგიონულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა და მოლდოვის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ანგელიკა კარამანმა, თავმჯდომარის მოადგილეებმა  და  კომისიის წევრებმა განიხილეს ის გამოწვევები და სამომავლო გეგმები, რაც უკავშირდება საარჩევნო პროცესებში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვას, მათ შორის განხორციელებული საპილოტე პროექტები.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ამ სფეროში ეროვნული პრაქტიკის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან უფრო მეტად დაახლოების  მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. ევროპის საბჭოს ახალი სახელმძღვანელო მითითებები „ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში საარჩევნო პროცესებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენების შესახებ“ მონაწილეებს გააცნო ევროპის საბჭოს ექსპერტმა, არდიტა დრიზა მაურერმა. 

რეგიონული შეხვედრა გახსნეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ და კიშინიოვში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ მასოლინმა. შეხვედრას მოდერაცია გაუწია ფრანკ დეშლერმა, არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ.

კომისიის თავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ გამოცდილების ამგვარ გაზიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და თანამშრომლობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

რეგიონული შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკაში ევროპის საბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტების ხელშეწყობით - ‘საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში’ და ‘ მოლდოვის რესპუბლიკაში საარჩევნო პრაქტიკის გაუმჯობესება’.

20 მაისი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page