Back

კონკურსი ტრენერთა შესარჩევად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საკითხებზე

კონკურსი ტრენერთა შესარჩევად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საკითხებზე

ევროპის საბჭო ახორციელებს პროექტს „ადამიანის უფლებათა სტანდარტების იმპლემენტაცია და სწავლების გაძლიერება საქართველოში“. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენების გაუმჯობესებას და საქართველოს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, კომპეტენტური ტრენერების გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც მოემსახურება ეროვნული საგანმანათლებლო ინსტიტუციების შესაძლებლობების გაძლიერებას ადამიანის უფლებების სწავლების კუთხით.

ამასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭო აცხადებს კონკურსს ტრენერთა ტრენინგის პროგრამაში (ToT) მონაწილეთა შერჩევის მიზნით. ტრენინგი მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ირგვლივ მონაწილეთა ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გარღმავებას. ტრენინგის მონაწილეთა ცოდნისა და სწავლების უნარების გაღრმავების მიზნით, ასევე დაგეგმილია მათ მიერ შემდგომი კასკადური ტრენინგების ჩატარება იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისათვის.

ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს (მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატი, აკადემიური სფეროს ან ეროვნული სასწავლო დაწესებულების პერსონალი). ტრენინგს გაუძღვება კვალიფიციური და ავტორიტეტული უცხოელი ექსპერტი. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა ევროპის საბჭოს სერტიფიკატი.

ტრენერთა ტრენინგში მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს :

  • მაგისტრატურის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი სამართალში, და
  • ადამიანის უფლებებში მინიმუმ 3 წლიანი აკადემიური ან პროფესიული გამოცდილება

ტრენინერთა ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • CV (ქართულად ან ინგლისურად), რომელიც ნათლად წარმოაჩენს კანდიდატის გამოცდილებას ადამიანის უფლებათა სამართალში
  • კანდიდატის მიერ შექმნილი დოკუმენტის ნიმუში (მაგ. საექსპერტო მოსაზრება, პრეზენტაცია, სტატია, კვლევა ან სხვა მსგავსი მასალა)

ევროპის საბჭო დაეკონტაქტება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. ევროპის საბჭო იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, ჩანიშნოს გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შესაბამისი განაცხადი წარმოადგინეთ შემდეგი ელ ფოსტის მისამართზე: [email protected]

კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე [email protected] , განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 5 ივლისი