Back ტენდერი ადგილობრივი კონსულტანტებისთვის

ტენდერი ადგილობრივი კონსულტანტებისთვის

ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფი ამჟამად ახორციელებს პროექტს „ნარკოტიკების პრევენციის მხარდამჭერი ქსელის განვითარება მშობლებისთვის და პროფესიონალებისთვის საქართველოში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ნარკოტიკების მოხმარების  და მასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების და ქცევის შემცირებას, ისევე როგორც ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარებასთან დაკავშირებული ტრავმის, მენტალური ჯანმრთელობის და კრიზისული დარღვევების შემსუბუქებას.

პროექტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისი საქართველოში აცხადებს ტენდერს ეროვნული  კონსულტანტებისთვის ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის სხვადასხვა საკითხებზე ექსპერტული მომსახურების გაწევის მიზნით.

დავალების და სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალურ აღწერას და  დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით თანდართულ სატენდერო  დოკუმენტებში, რომლებიც ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 27 ოქტომბერი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები  არ განიხილება.

5 ოქტომბერი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page