პროექტს "ნარკოტიკების პრევენციის მხარდამჭერი ქსელის განვითარება მშობლებისთვის და პროფესიონალებისთვის საქართველოში", რომელსაც ახორციელებს პომპიდუს ჯგუფი, უზრუნველყოფს საქართველოს უწყებებისთვის საერთაშორისო ექსპერტიზას და ტექნიკურ მხარდაჭერას,  რათა საქართველოს 2021-2026 წლის ნარკოტიკების პრევენციის პირველი სტრატეგია კონკრეტულ მოქმედებებში ასახოს და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდები და პრევენციის მიზნობრივი პროგრამები დანერგოს. როგორც ევროპის საბჭოს  ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო პლატფორმას, რომელსაც საქართველო 2020 წლის მაისში შეუერთდა, პომპიდუს ჯგუფს გააჩნია უნიკალური მდგომარეობა, ფართო გამოცდილება გაუზიაროს ქართველ პროფესიონალებს და მიაწოდოს რჩევა ნარკოპოლიტიკის და მისი  პრაქტიკების ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან დასაახლოებლად.  

რის მიღწევას ველით?

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ნარკოტიკების მოხმარების გავრცელების და მასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების შემცირებას, ასევე ნარკოტიკებზე დამოკიდებულების უფრო ეფექტურ პრევენციას. ამ კუთხით, პროექტის დახმარებას გაუწევს პრევენციული ინტერვენციების შემუშავებასა და განხორციელებას და შესაბამისი პროფესიების (განათლება, ჯანდაცვა, სოციალური მზრუნველობა და ა.შ.) შესაძლებლობების გაძლიერებას.

პროექტის აქტივობები ეფუძნება ორმხრივ მიდგომას: 1) ნარკოტიკების მოხმარების დაწყების პრევენცია ან შეფერხება  და 2) მოწყვლადი ბავშვებისა და ოჯახების მოცვა, რომლებმაც უკვე დაიწყეს ნარკოტიკების მოხმარება.

პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები:

პარტნიორები: ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ნარკოტიკების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა.

საბოლოო ბენეფიციარები: ნარკოტიკების მოხმარების და დამოკიდებულების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები და მოზარდები.

როგორ იმუშავებს პროექტი?

პროექტის შედეგები განხორციელდება სხვადასხვა აქტივობებით, მათ შორის: ნარკოტიკების პრევენციის რესურსების შეგროვება, ადაპტაცია და შემუშავება პრევენციის მუშაკებისა და მშობლებისთვის გამოსაყენებლად; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კონკრეტული პრევენციის პროგრამების შეფასებისა და განხორციელების ექსპერტული მხარდაჭერა; პროფესიონალებისთვის კასკადური ტრენინგები  ნარკოტიკების პრევენციასთან დაკავშირებულ ინტერვენციებზე; მშობლებისთვის თვით დახმარებისა და ფსიქო-სოციალური ინსტრუმენტების შემუშავება; პროგრამებისა და ინსტრუმენტების შემუშავება ფსიქო-სოციალური ტრავმის მკურნალობაზე გაზრდილი მოთხოვნით, სტრესთან და კრიზისის დროს ავადმოხმარებასთან დაკავშირებულ დარღვევებთან; კოორდინაცია შესაბამის სამინისტროებთან ნარკოტიკების პრევენციის პოლიტიკის განხორციელების, მონიტორინგისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით; პრევენციის სტანდარტების, რესურს-მასალების და ხელმისაწვდომი ფსიქო- სოციალური დახმარების შესახებ ინფორმირებულობისა და საკომუნიკაციო ძალისხმევის მხარდაჭერა.

ბიუჯეტი:

პროექტის მთლიანი ბიუჯეტია 360 00 ევრო.

პროექტის ხანგრძილობა:

პროექტი დაიწყო 2022 წლის ივნისს და გაგრძელდება 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით.