Back ტენდერი - ადგილობრივი კონსულტანტების შერჩევა მედიის, გენდერული თანასწორობისა და სამართლის დარგში

ტენდერი - ადგილობრივი კონსულტანტების შერჩევა მედიის, გენდერული თანასწორობისა და სამართლის დარგში

საკონსულტაციო მომსახურების მიზანია ადგილობრივი კონსულტანტების შერჩევა მედიის, გენდერული თანასწორობისა და სამართლის დარგში, რომლებიც პროექტ „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა“ ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევენ ევროპის საბჭოს სხვადასხვა სფეროში. შესაბამისად, ტენდერი დაყოფილია 5 ლოტად. თითოეული ლოტის ფარგლებში განსაზღვრულია შესარჩევ კონსულტანტთა მაქსიმალური რაოდენობა (იხ. ქვემოთ). თითოეულ განმცხადებელს შეუძლია აპლიკაციის შემოტანა ერთ, რამდენიმე ან ყველა ლოტზე იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი აკმაყოფილებს შესაბამისი ლოტებისათვის დადგენილ მინიმალურ პირობებს. ლოტების დასახელება და შესაბამისი კანდიდატებისადმი დადგენილი მინიმალური პირობებია:

ლოტი 1: ჟურნალისტური ეთიკა (შესარჩევ კონსულტანტთა მაქსიმალური რაოდენობაა - 5)

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომი სამართალში/ პოლიტ. მეცნიერება / სოც. მეცნიერება/ საერთაშორისო ურთიერთობები/სახელმწიფო მართვა /ჟურნალისტიკა ან სხვა შესაბამისი დიპლომი;
  • მინ. 5 წლიანი აკადემიური გამოცდილება მედიის სფეროში;
  • გამოცდილება ჟურნალისტური ეთიკის სფეროში.

ლოტი 2: მედია წიგნიერება (შესარჩევ კონსულტანტთა მაქსიმალური რაოდენობაა - 5)

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომი სამართალში/ პოლიტ. მეცნიერება / სოც. მეცნიერება/ საერთაშორისო ურთიერთობები/სახელმწიფო მართვა /ჟურნალისტიკა ან სხვა შესაბამისი დიპლომი;
  • მინ. 3წლიანი სამუშაო გამოცდილება მედიის სფეროში.

ლოტი 3: გენდერული თანასწორობა და მედია (შესარჩევ კონსულტანტთა მაქსიმალური რაოდენობაა - 4)

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომი სამართალში/ პოლიტ. მეცნიერება / სოც. მეცნიერება/ საერთაშორისო ურთიერთობები/სახელმწიფო მართვა /ჟურნალისტიკა ან სხვა შესაბამისი დიპლომი;
  • მინ. 3წლიანი სამუშაო გამოცდილება გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა ან სხვა მომიჯნავე სფეროებში.

ლოტი 4: მდგრადი მედია და ბიზნეს მოდელები (შესარჩევ კონსულტანტთა მაქსიმალური რაოდენობაა - 4)

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომი სამართალში/ პოლიტ. მეცნიერება / სოც. მეცნიერება/ საერთაშორისო ურთიერთობები/სახელმწიფო მართვა /ჟურნალისტიკა ან სხვა შესაბამისი დიპლომი.
  • მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მედიის სფეროში;
  • გამოცდილება მედიის მართვის საკითხებში.

ლოტი 5: გამოხატვის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება (შესარჩევ კონსულტანტთა მაქსიმალური რაოდენობაა - 5)

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომი სამართალში/ პოლიტ. მეცნიერება / სოც. მეცნიერება/ საერთაშორისო ურთიერთობები/სახელმწიფო მართვა /ჟურნალისტიკა ან სხვა შესაბამისი დიპლომი
  • მინ. 3წლიანი გამოცდილება სამართლის დარგში, მათ შორის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და პრაქტიკის საკითხებში.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • შევსებული და ხელმოწერილი ფაილი Act of Engagement;
  • დეტალური ავტობიოგრაფია (სასურველია ევროპასის ფორმატი), სადაც ნათლად ჩანს, რომ:
    • აპლიკანტი აკმაყოფილებს არჩეული ლოტისათვის დადგენილ მინიმალურ პირობებს;
    • აპლიკანტს აქვს არჩეული ლოტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობისათვის საჭირო უნარები და გამოცდილება;
  • არჩეული ლოტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობისათვის საჭირო უნარებისა და გამოცდილების დამადასტურებელი მაქსიმუმ ორი ნიმუში. ეს შესაძლოა იყოს სტატია, სამართლებრივი ანალიზი, ანგარიში, მცირე ესე ან სხვა შესაბამისი ტექსტი ან ნამუშევარი. ნიმუში შეიძლება წარმოდგენილ იქნას ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
  • სარეგისტრაციო დოკუმენტაცია (იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი იურიდიული პირია).

ყველა ზემოთ ხსენებული ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე, გარდა მესამე (დამადასტურებელი ნიმუში) და მეოთხე (სარეგისტრაციო დოკუმენტაცია) პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა.

დეტალური ინფორმაცია ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის კონსულტანტების მიერ თითოეული ლოტის ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშრებით, იხილეთ მიმაგრებულ ფაილში Terms of reference and Act of Engagement. მიმაგრებულ ფაილებსა და ქართულ განმარტებით ბარათს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა მიმაგრებულ ფაილებში მოცემულ ინფორმაციას ენიჭება.

აპლიკაციები და კითხვები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადა: 5 აგვისტო 2019 (ელექტრონული კორესპონდენციის საგნის ველში მიუთითეთ: “call for national consultancy – media”)

კითხვების დასმის ბოლო ვადა: 29 ივლისი 2019 (ელექტრონული კორესპონდენციის საგნის ველში მიუთითეთ: “Questions: call for national consultancy – media

Act of Engagement_CoE local consultancy services_Supporting Freedom of Media and Internet in GEO

Terms of Reference_CoE local consultancy services _Supporting Freedom of Media and Internet in GEO

Questions and answers

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page