Back

მოწვევა ტენდერზე ადგილობრივი კონსულტანტებისათვის

მოწვევა ტენდერზე ადგილობრივი კონსულტანტებისათვის

ევროპის საბჭო შეისყიდის საკონსულტაციო მომსახურებას ალგორითმული გადაწყვეტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში (პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულება) - ტენდერი ცხადდება ექსპერტებისთვის, რომლებსაც აქვთ გამოცდილება საქართველოსთან მიმართებით

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში მოთხოვნილი საკონსულტაციო მომსახურების სფეროებია:

  • სამართალი და პრაქტიკა საქართველოში ალგორითმული გადაწყვეტებისა და/ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში;
  • ალგორითმული გადაწყვეტების გამოყენება საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ;
  • ალგორითმული გადაწყვეტები და მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე საქართველოში - რისკები/გამოწვევები და დადებითი მხარეები;
  • ალგორითმული გადაწყვეტები და პერსონალურ მონაცემთა დაცვა;
  • ალგორითმულ გადაწყვეტებთან დაკავშირებით საკვანძო სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საჭიროებები სამართლისა და/ან პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულებით.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში მოთხოვნილი საკონსულტაციო მომსახურება შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:

  • განმარტებებისა და სხვა სახის დახმარების აღმოჩენა (ანალიზი/ინფორმაცია) პროექტის, მისი პარტნიორი ორგანიზაციების და პორექტის სხვა კონსულტანტებისათვის;
  • სამართლებრივი აქტები და/ან პოლიტიკის დოკუმენტების შეფასება, დამართლებრივი დასკვნების, კომენტარების, რეკომენდაციების, ანგარიშების მომზადება;
  • მონაწილეობის მიღება (მოდერაცია, ფასილიტაცია, პრეზენტაცია) სამუშაო ჯგუფებში, ვოტქშოპებსა და საკონსულტაციო შეხვედრებში.
  • სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით მეთოდოლოგიის, სტრატეგიის, საჭიროებების კვლევის შემუშავება;
  • საინფორმაციო და სახელმძღვანელო მასალის მომზადება;

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახით:

შევსებული და ხელმოწერილი კონტრაქტი (თანდართულია);

ვრცელი CV, სასურველია ევროპასის ფორმატში, რომლითაც დასტურდება, რომ აპლიკანტი აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს;

სარეგისტრაციო დოკუმენტაცია (მხოლოდ იურიდიული პირებისათვის);

აპლიკანტის მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან მიმართებით დაწერილი ნაშრომების სია, როგორიცაა საექსპერტო დასკვნა, სამართლებრივი შეფასება, ანგარიში და სხვა მსგავსი დოკუმენტი აქტიური ბმულებით (თუ არსებობს)

 

ტენდერის დეტალური აღწერილობა, მათ შორის, მოთხოვნები აპლიკანტების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, იხილეთ თანდართულ ფაილებში.

აპლიკაციების გამოგზავნის ბოლო ვადაა 13 სექტემბერი 2021.

აპლიკაციები უნდა გამოიგზავნოს ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: mediaprojectgeorgia@coe.int

ზემოთ მოყვანილი განმარტებები ქართულ ენაზე წარმოადგენს სატენდერო ფაილების საკვანძო ნაწილების არაოფიციალურ თარგმანს. აღნიშნულ თარგმანსა და სატენდერო ფაილებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სატენდერო ფაილებში მოცემულ ინფორმაციას ენიჭება.

Tender file

Act of Engagement

როგორ მიიღოთ მონაწილეობა შეზღუდულ საკონსულტაციო პროცედურაში?

 

კითხვა 1: აქტივობები დისტანციურად ხორციელდება თუ საქართველოში ფიზიკურად ყოფნა აუცილებელია?

პასუხი: არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, კოვიდ19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკებისა და დაწესებული შეზღუდვების ფონზე, აქტივობების უმეტესობა ხორციელდება დისტანციურ რეჟიმში. ამასთანავე, მომსახურებების ტიპები უმეტესად ითვალისწინებს კვლევასა და ანალიზს, ხოლო ზოგ შემთხვევაში შეხვედრებსა და ვორქშოპებს, რომლებიც შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად. თუმცა, პროექტი იტოვებს უფლებას მოახდინოს სიტუაციისა და პროექტის საჭიროებების ხელმეორედ შეფასება 2022 წელს, პროექტის განხორციელების განვითარებიდან გამომდინარე. ამდენად, გამონაკლისის სახით, ექსპერტის ადგილზე ყოფნა შეიძლება იყოს სავალდებულო, თუკი ამის საჭიროება დადგება.

კითხვა 2: სამუშაო სფერო მოიცავს მთავრობისა და კერძო სექტორის მიერ გამოყენებულ კანონსა და პრაქტიკას ალგორითმული გადაწყვეტების დარგში. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შერჩეულ ექსპერტებსა თუ კონსულტანტებს დაევალებათ არსებული ყველა საინფორმაციო სისტემის კვლევა და ანალიზი, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის იმ გადაწყვეტებისა, რომლებიც პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოში?

პასუხი: არა, აღნიშნული პროცედურის ფარგლებში შერჩეულ ექსპერტ(ებ)ს არ მოეთხოვებათ ადგილობრივი ორგანიზაციების საინფორმაციო სისტემების ანალიზი. პროექტის ძირითადი აქტივობები ალგორითმული გადაწყვეტების დარგში მოიცავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის (მონაცემთა დაცვის ეროვნული ორგანო) მხარდაჭერას სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და საჭირო ინსტრუმენტების შემუშავების მიმართულებით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქვეყანაში არსებული საინფორმაციო სისტემების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ეფექტური მონიტორინგი.

კითხვა 3: აქვთ თუ არა მითითებულ სფეროში გამოცდილების მქონე ექსპერტებითა თუ კონსულტანტებით დაკომპლექტებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ტენდერში მონაწილეობის უფლება?

 

პასუხი: იურიდიული პირებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოგზავნონ სატენდერო წინადადებები. გთხოვთ, გაეცნოთ სატენდერო ფაილის A (აპლიკანტთა იურიდიული სტატუსი) და G (მოთხოვნილი დოკუმენტები) სექციებს.

ორგანიზაციამ, G სექციაში მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს სატენდერო შემოთავაზებაში მითითებული ყველა კონსულტანტისათვის. მაგალითად, საბჭო ელის, რომ ორგანიზაცია წარმოადგენს რეზიუმეებს, ისევე როგორც სატენდერო წინადადებაში მითითებული თითოეული კონსულტანტის მიერ შედგენილი დოკუმენტების სიას. ორგანიზაციას ასევე შეუძლია მოგვაწოდოს პორტფოლიო, მაგრამ ეს არ არის სავალდებულო, ვინაიდან მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალში არ არის ნახსენები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეული კონსულტანტი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო ფაილის E სექციაში დადგენილ კრიტერიუმებს ტენდერში მონაწილეობისა და უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ის კონსულტანტები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს, გამოეთიშებიან შერჩევის პროცედურას. ევროპის საბჭოორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ყველა უფლებამოსილი კონსულტანტის პროფილს შეაფასებს და საერთო ქულას მიანიჭებს აპლიკანტ ორგანიზაციას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, ევროპის საბჭო უფლებას იტოვებს მოითხოვოს მომსახურების გაწევა იმ კონკრეტული კონსულტანტ(ებ)ისგან, რომელსაც ორგანიზაცია გაუწევს რეკომენდაციას.

 

კითხვა 4: სწორად მესმის თუ არა, რომ თითოეული ლოტის ფარგლებში ჩამოყალიბდება 10 ექსპერტითა თუ კონსულტანტით დაკომპლექტებული გუნდი, მიღებული აპლიკაციების საფუძველზე, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტის აქტივობებში ევროპის საბჭოს ინიციატივის საფუძველზე?

 

პასუხი: დიახ, სწორია. მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება კონსულტანტთა გუნდის ჩამოყალიბების შემდეგ, შეგიძლიათ გაეცნოთ სატენდერო ფაილის D სექციაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ საბჭო დაეყრდნობა პროექტის განხორციელების ეტაპზე წარმოშობილ საჭიროებებს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ შერჩეულ ყველა ექსპერტს არ მოეთხოვოს მომსახურების გაწევა.

 

კითხვა 5: მოგზაურობისა და სასტუმროში განთავსების ხარჯები - რასაკვირველია, ევროპის საბჭოს რეგულაციების თანახმად - განცალკევებულად უნდა იქნას აპლიკაციაში მითითებული?

 

პასუხი: არა, მხოლოდ საკონსულტაციო ხარჯები, მაგალითად, დღიური ინტელექტუალური მომსახურების საფასური უნდა იქნას მითითებული ჩართულობის აქტში. თუ მოგზაურობისა და სასტუმროში განთავსების საჭიროება დადგება, აღნიშნული ხარჯების გაანგარიშება მოხდება ევროპის საბჭოს სტანდარტული ტარიფების მიხედვით. მოცემული ტარიფები არ არის ნახსენები მიმდინარე ჩარჩო ხელშეკრულებაში.

 

კითხვა 6: იგივე კითხვა ეხება ჩართულობის აქტს - მას ხელი უნდა მოეწეროს ორგანიზაციის წარმომადგენლის ან ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი თითოეული ექსპერტის მიერ?

 

პასუხი: ჩართულობის აქტი ხელმოწერილ უნდა იქნას ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ.