Back პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრა

პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრა

ევროპის საბჭოს პროექტმა „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩაატარა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, აქამდე მიღებული შედეგები და შეაფასეს პროექტის გავლენა შრომითი უფლებების მიმართულებით. პროექტის გუნდმა წარმოადგინა დაგეგმილი აქტივობები პროექტის დასრულებამდე (2022 წლის აგვისტო) და განიხილა პროექტის სავარაუდო მეორე ეტაპის შესაძლებლობები. ამ თვალსაზრისით, პროექტის ყველა დაინტერესებულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა ითანამშრომლოს ევროპის საბჭოსთან, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს სოციალური უფლებების დაცვა საქართველოში.

შეხვედრა გახსნა მარგარიტა გალსტიანმა, ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერმა, ხოლო მოდერატორობა გაწია პროექტის უფროსმა ოფიცერმა, თამარ ნოზაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის, შრომისა და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სამმართველოს უფროსი, ლიკა კლიმიაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე, შრომის ინსპექციის მთავარი ინსპექტორის პირველი მოადგილე, ნატო ნათენაძე, დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი, ნინო ველთაური და ასევე სხვა დაინტერესებული მხარეები და ბენეფიციარები.

პროექტი დაიწყო 2021 წლის მარტში 18 თვის ხანგრძლივობით და 350,000 ევროს ბიუჯეტით. პროექტი მიზნად ისახავს ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის მორგებას სოციალური და ეკონომიკური უფლებების ევროპულ სტანდარტებთან, პოლიტიკასთან და პრაქტიკასთან, უზრუნველყოფს სოციალური უფლებების სათანადო დაცვას და განხორციელებას და მიზნობრივ ჯგუფებში ცოდნისა და შესაძლებლობების გაზრდას სოციალური უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის მიმართულებით ევროპულ სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

21 აპრილი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page