Back 1000 კონსულტაცია ექვსი თვის განმავლობაში - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარმატებით ასრულებს პროექტს პრო ბონო იურიდიული მომსახურების შესახებ

1000 კონსულტაცია ექვსი თვის განმავლობაში - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარმატებით ასრულებს პროექტს პრო ბონო იურიდიული მომსახურების შესახებ

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წარმატებით დაასრულა ევროპის საბჭოს პროექტის, „ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებული საგრანტო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის პრო ბონო იურიდიული დახმარების გაწევას.

2020 წლის ივლისიდან დეკემბრამდე პრო ბონო პროექტმა უპასუხა 3000 ზარს განახორციელა 1000-ზე მეტი კონსულტაცია, ადვოკატებმა აწარმოეს 31 ბენეფიციარის საქმე. საქმეები ეხებოდა ქონებრივ დავას, განქორწინებას, ალიმენტს, სამეზობლო დავას და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოციალური დახმარების პროგრამებზე წვდომას.

აღნიშნული მცირე გრანტი, 2020 წლის ივლისში, ევროპის საბჭოს პროექტმა გასცა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული კონსულტაციების და სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობის ხარჯების დასაფარად. პროექტის ბენეფიციარები იყვნენ მარტოხელა მშობლები, რომლებიც არ მოხვდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თუმცა სოციალური აგენტის მიერ იყვნენ იდენტიფიცირებულნი „სიღარიბის ზღვართან ახლოს“ მყოფ პირებად. ექვსი თვის განმავლობაში, ღია და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე შერჩეული 11 იურისტი, პრო ბონო იურიდიულ დახმარებას უწევდა ბენეფიციარებს საქართველოს ხუთ რეგიონში.

ღონისძიება განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის „ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერა საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნორვეგიის, შვედეთის, დანიის, გერმანიის, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიხტენშტაინის, ლატვიის, ადამიანის უფლებათა ნდობის ფონდისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ფონდის მხარდაჭერით.

25 იანვარი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page