Back „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში“: დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის ტრენინგ საჭიროებათა შეფასება

„სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში“: დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის ტრენინგ საჭიროებათა შეფასება

2018 წლის 15-16 თებერვალს, თბილისში, ევროპის საბჭოს ექსპერტმა შეაფასა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის თანამშრომელთა ტრენინგ საჭიროებები. ინსპექტორის ინსტიტუტი საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში შეიქმნა და მის მიზანი დისციპლინური პროცედურების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაზრდაა. საჭიროებათა შეფასების პროცესის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ექსპერტმა შეისწავლა ახლადდანიშნული ინსპექტორის ინსტიტუტის თანამშრომელთა მზაობა, სრულფასოვნად განახორციელონ სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებული ფუნქციები. ექსპერტმა შეხვედრები გამართა დამოუკიდებელ ინსპექტორთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან და საბჭოს სხვა წევრებთან, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრების მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გამართული და ეფექტიანი ინსტიტუტის ჩამოყალიბების აუცილებლობას. საუბარი ასევე შეეხო დისციპლინურ პროცედურებთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებს და მათში არსებულ ხარვეზებს, ასევე სასამართლოებში არსებულ საქმეთა გადატვირთულობას და მის გავლენას დისციპლინურ პროცედურებზე. სამუშაო პროცესში ექსპერტმა გამოავლინა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა ირგვლივაც პროექტის ფარგლებში გაგრძელდება მუშაობა.

ევროპის საბჭოს ძალისხმევა ეფუძნება ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს No. 3(2002) მოსაზრებას მოსამართლეთა პროფესიული ქცევის პრინციპებისა და წესების შესახებ. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებაში.

ტრენინგ საჭიროებების შეფასება განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის, „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

თბილისი, საქართველო 19 თებერვალი 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page