Back პროექტი „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“: ადვოკატის პროფესიის შესახებ სამართლებრივი აქტებისა და რეგულაციების კრებული

პროექტი „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“: ადვოკატის პროფესიის შესახებ სამართლებრივი აქტებისა და რეგულაციების კრებული

საქართველოში სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ევროპის საბჭომ კრებული გამოსცა. აღნიშნულ კრებულში კონსოლიდირებულია ადვოკატის პროფესიასთან დაკავშირებული სხვადასხვა რეგულაცია, კერძოდ, ადვოკატთა ასოციაციის წესდება, ადვოკატთა ეთიკის კოდექსი, დებულება დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ, ასოციაციის სიმბოლიკა, ადვოკატის ორდერის ნიმუში და ადვოკატის პროფესიის მარეგულირებელი სხვადასხვა აქტები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი პრაქტიკა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული მუხლების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე.

ამ კრებულის მიზანია, დაეხმაროს ახალბედა ადვოკატებს კარიერის დასაწყისში და ერთგვარი გზამკვლევის ფუნქცია შეასრულოს. მეტიც, ერთ-ერთი ადვოკატის თქმით, „აღნიშნული კრებული, სავალდებულო ტრენინგ პროგრამასთან ერთად, მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სახელმძღვანელო იქნება ადვოკატებისთვის, სასამართლო დარბაზში შესვლამდე“.

ხსენებული კრებული გამოიცა ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page