Back ევროპის საბჭო საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს- კლაუს ნეუკირჩის ვიზიტი საქართველოში

ევროპის საბჭო საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს- კლაუს ნეუკირჩის ვიზიტი საქართველოში

ევროპის საბჭოს 2020-2023 წლის სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის სხდომაზე დასწრების მიზნით, 13-15 მარტს თბილისს ოფიციალურად ეწვია ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელი კლაუს ნეუკირჩი. მმართველი კომიტეტის სხდომა 14 მარტს ჩატარდა, სადაც მხარეებმა  ევროპის საბჭოს 2020-2023 წლის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობა და 2024-2027 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, ბატონმა ნეუკირჩი შეხვდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ლაშა დარსალიას, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ბატონ ნიკო თათულაშვილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილსა და საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს. კლაუს ნაუკირჩი, ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

შეხვედრებზე კლაუს ნაუკირჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ინკლუზიური მიდგომა, რაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შინაარსიან და არსებით ჩართულობას გულისხმობს. მან, გამოხატა ევროპის საბჭოს მზაობა, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას ამ საკითხებთან მიმართებით. კლაუს ნაუკირჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების რეკომენდაციების გათვალისწინება საკვანძო საკითხია საქართველოს დასაახლოებლად ევროპულ სტანდარტებთან ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით.  

13-15 მარტი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page