პროექტის შესახებ

პროექტი მიზნად ისახავს გააგრძელოს ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა მართლმსაჯულების გაძლიერების მიზნით; ასევე, ადგილობრივი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გააძლიეროს სახელმწიფო ინსტიტუტები, იურიდიული და სამართალდამცავი ორგანოების პროფესიონალები, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ., და ამ სტანდარტების გამოყენებით ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ მესამე ფაზის ფარგლებში. იგი, მართლმსაჯულების გაძლიერების სფეროში ამავე პროგრამის პირველი და მეორე ფაზებისას მიღწეულ შედეგებს დაეყრდნობა (I ფაზა: 2015-2018; II ფაზა 2019-2023).

 პროექტის ბიუჯეტი: 1 305 000 ევრო

პროგრამის მთლიანი ბიუჯეტია 19,3 მილიონი ევრო. 80% დაფინანსებულია ევროკავშირის და 20% ევროპის საბჭოს მიერ.

 პროექტის ხანგრძლივობა: 2023 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 28 თებერვლამდე

მეთოდოლოგია

პოლიტიკის /კანონმდებლობის განახლების, შესაძლებლობების განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების კომბინაციით.

პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

  • საქართველოს გენერალური პროკურატურა  
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
  • იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები, მოსამართლეები, ადვოკატები და სამართალდამცავი პირები
  • საზოგადოება.

პროექტის მიზნები

  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოსამართლეთა მიუკერძოებლობის ხელშეწყობა
  • სისხლის სამართლის კანონმდებლობის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით თანმიმდევრული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის მიღწევა
  • ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად სასამართლოების ეფექტურობისა და მოსამართლეთა ცოდნის გაზრდით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ეროვნულ დონეზე განხორციელების გაუმჯობესება

როგორ მივიღოთ მეტი ინფორმაცია?

  • პროექტს ახორციელებს თანამშრომლობის პროგრამების სამმართველო, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატი (DGI).
  • პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის ვებგვერდი: http://partnership-governance-eu.coe.int/
    email: [email protected]
  • ევროპის საბჭოს ოფისი თბილისში
    ვებგვერდი: www.coe.int/tbilisi
    email: [email protected]

პროექტის გუნდი

 გიორგი გიორგაძეპროექტის უფროსი ოფიცერი

 თამარ ზუბაშვილიპროექტის უფროსი ოფიცერი

 ნინო არდიაპროექტის თანაშემწე

პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ (PGG) არის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კარგი მმართველობის გასაძლიერებლად.

PGG უზრუნველყოფს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას მათი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროებში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კერძოდ, ის მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშინაო რეფორმებს მართლმსაჯულების გაძლიერების, ეკონომიკური დანაშაულისადმი წინააღმდეგობის, თანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობის, ქალების მიერ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. PGG მხარს უჭერს საქართველოს ევროპული პერსპექტივის დღის წესრიგში, ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად.


 

გამოგვყევით

  

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge