Back კონკურსი მუნიციპალიტეტებისთვის

კონკურსი მუნიციპალიტეტებისთვის

ევროპის საბჭოს დემოკრატიის გენერალური დირექტორატი (DG II) იწყებს განცხადებების მიღებას მუნიციპალიტეტებისგან ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში.

კონკურსის მიზანია შეარჩიოს მაქსიმუმ 15 მუნიციპალიტეტი, რომლებიც ითანამშრომლებენ პროექტთან და განახორციელებენ აქტივობებს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს საქართველოს ყველა რეგიონიდან, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭებათ მუნიციპალიტეტებს პროექტის სამიზნე რეგიონებიდან: თბილისი, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

ინტერესის გამოხატვის წერილი, განმცხადებელი მუნიციპალიტეტის შესახებ ინფორმაციასთან ერთად (იხ. დანართი), ელექტრონული ფორმით (Word და/ან PDF), ქართულად ან ინგლისურად უნდა გაიგზავნოს მისამართზე: [email protected]

კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული მუნიციპალიტეტების მიერ განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 22 ივლისი (თბილისის დროით 23:59 საათი). აღნიშნული თარიღის შემდეგ მიღებული განცხადებები არ განიხილება.

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: Participatory Democracy_Georgia_Expression of interest_მუნიციპალიტეტის სახელი.

კონკურსი ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტისმონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოშიფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიის გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

 

განცხადებების მიღება ინტერესის გამოხატვის შესახებ

5 ივლისი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page