Back მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მეოთხე შეხვედრა

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მეოთხე შეხვედრა

19 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, გაიმართა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს რეგიონული შეხვედრა ბათუმში, სადაც ადვოკატებმა, სასამართლო სისტემისა და პროკურატურის წარმომადგენლბმა განიხილეს სისხლის სამართლის პროცესში ბავშვთა მონაწილეობის საკითხი. შეხვედრა გახსნეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, საქართველოს პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ასევე დონორი ორგანიზაციების, ევროპის საბჭოსა და USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენლებმა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეები, ადვოკატები და პროკურორები თბილისიდან, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებიდან.

 

დისკუსია მიეძღვნა სისხლის სამართლის პროცესში ბავშვების, როგორც მოწმეებისა და დაზარალებულების მონაწილეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტებს. კერძოდ, საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს; ბავშვების გამოკითხვის მიზანშეწონილობას მეორადი ტრავმატიზაციის რისკის ჭრილში; ფსიქოლოგების მონაწილეობას პროცესში და მათი წინასწარი დასკვნის როლს გამოკითხვასთან დაკავშირებით. ზემოხსენებულ საკითხებზე მხარეებმა განიხილეს, მოინიშნეს და დაამტკიცეს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც შემდგომ, საბჭოს სამდივნოს დახმარებით, გადაეცემათ მონაწილე მხარეებს.

 

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო არის ფორმალიზებული პლატფორმა, რომელიც შეიქმნა საქართვეკლოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით 2020 წელს. საბჭო აერთიანებს სასამართლო სისტემას, პროკურატურასა და ადვოკატთა ასოციაციას. პლატფორმის ფარგლებში ხდება მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებული კონკრეტული პრაქტიკული საკითხების განხილვა. საბჭოს სამდივნო შედგება სამივე ინსტიტუტის წარმომადგენლებისგან და ახორციელებს უწყებათაშორის კოორდინაციას, რეკომენდაციების კომუნიკაციას მხარეებთან და სხვა აქტივობებს.

 

აქტივობების ორგანიზება მოხდა პროექტის „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“ ფარგლებში, რომელიც საქართველოში ხორციელდება.

19 ოქტომბერი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page