Back ტენდერი ადგილობრივ საკონსულტაციო მომსახურებაზე მოქალაქეთა ასამბლეის მეთოდოლოგიის განხორციელების კოორდინაციის მიზნით

ტენდერი ადგილობრივ საკონსულტაციო მომსახურებაზე მოქალაქეთა ასამბლეის მეთოდოლოგიის განხორციელების კოორდინაციის მიზნით

ევროპის საბჭო 2023 წლის 31 დეკემბრამდე ახორციელებს პროექტს „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე საქართველოში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში, ევროპის საბჭო აცხადებს ტენდერს ადგილობრივ საკონსულტაციო მომსახურებაზე მოქალაქეთა ასამბლეის განხორციელების ხელშეწყობისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში.

დეტალურ ინფორმაციასა და ტენდერში მონაწილეობის პირობებს გაეცნობით ტენდერის დოკუმენტსა და ხელშეკრულებაში. სატენდერო დოკუმენტები ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 ოქტომბერი.

5 ოქტომბერი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page