Back ჯანდაცვის მონიტორინგის გაუმჯობესება დროებითი დაკავების იზოლატორებში

ჯანდაცვის მონიტორინგის გაუმჯობესება დროებითი დაკავების იზოლატორებში

2020 წლის 8 აპრილს გაიმართა სამუშაო შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, ევროპის საბჭოს კონსულტანტსა და პროექტის გუნდს შორის.  

შეხვედრის დროს მონაწილეებმა განიხილეს სამედიცინო პაკეტის სამუშაო პროექტი, რომელიც მომზადდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში ხარისხიანი ჯანდაცვის და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. არსებული სამედიცინო ხელსაწყოებისა და სახელმძღვანელოების სიმცირის გათვალისწინებით, შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს სანიტარული ჰიგიენის დაცვის სტანდარტებისა და იზოლატორში დაკავებულთა გადაადგილების დეტალური პროცედურის შემუშავების მნიშვნელობას.  

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა - ფარგლებში, რომლის მიზანია დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა, არასრულწლოვან მსხვერპლ/დამნაშავეთა მხარდაჭერა, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, პოლიციის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებებისა და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გასაჩივრების მექანიზმების გაუმჯობესება.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

თბილისი, საქართველო 8 აპრილი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page