Back მოსამართლეები ეცნობიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლეს პრეცედენტულ სამართალს

მოსამართლეები ეცნობიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლეს პრეცედენტულ სამართალს

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობით და ყველა ინსტანციის 30 მოსამართლის ჩართულობით  ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრეცედენტული სამართალი და ეროვნული სასამართლოების პრაქტიკა“.

30 ნოემბერს ჩატარებული შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა შეჯიბრებითობის სტანდარტები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, მოწმის დაკითხვის წესები, ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული კანონმდებლობა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე არსებული პრაქტიკა. ასევე, მოსამართლეებმა ყველა ინსტანციიდან განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები სახელმწიფოს ვალდებულებებთან მიმართებაში პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, პირადი ცხოვრების უფლებას, ცხოვრების უფლებას, წამებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას, განათლების უფლებას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს, აზრის, რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას, საკუთრების უფლებას, გამოხატვის თავისუფლებასა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page