Back საჯარო უწყებებისა და სტუდენტების ნაწილს სამართლის აკადემიურ ელექტრონულ ბიბლიოთეკებზე წვდომა ექნებათ

საჯარო უწყებებისა და სტუდენტების ნაწილს სამართლის აკადემიურ ელექტრონულ ბიბლიოთეკებზე წვდომა ექნებათ

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსორციუმი საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლებს, სტუდენტებსა და სხვა საჯარო მოხელეებს ანიჭებს მრავალფეროვან აკადემიურ წყაროებზე წვდომის შესაძლებლობას Westlaw და HeinOnline ბაზების გავლით. მსგავს წყაროებზე წვდომა მოითხოვს სპეციალურ, ძვირადღირებულ საწევრო გადასახადს, რომელის საშუალებით ხელმისაწვდომია ათასობით იურიდიული სახის ლიტერატურა, აკადემიური ჟურნალი და სხვა რელევანტური პერიოდული გამოცემები.  

კონსორციუმში ჩართულ მხარეებს საშუალება ეძლევათ გაინაწილონ ყოველწლიური საწევრო გადასახადი ჰქონდეთ აკადემიურ წყაროებთან შეუფერხებელი წვდომის მიზნით. ამით ინსტიტუციების ელექტრონული აკადემიური ბიბლიოთეკა ხდება მეტად ხელმისაწვდომი და ხარჯ-ეფექტური, ვინაიდან საწევროს გადასახადი  დონორების მხარდაჭერაზე აღარ იქნება დამოკიდებული.

კონსორციუმში, ამ ეტაპზე გაერთიანებულია:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო;
კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
საქართველოს უნივერსიტეტი.

კონსორციუმი დაფუძნდა საქართველოს სამართლის ინსტიტუტის უშუალო ძალისხმევითა და ევროკავშირი/ევროსაბჭოს ერთობლივი "სასამართლოს რეფორმის მხარდაჭერის" პროექტისა და USAID-ის დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური ხელშეწყობით.
 

18 თებერვალი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page