ევროპის დემოკრატიული სინდისი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და მოითხოვენ ევროპის ქვეყნების მთავრობებისაგან ინიციატივასა და გამოხმაურებას. ეს პარლამენტარები თავიანთი ამომრჩევლის - 800 მილიონი ევროპელის - სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ამრიგად ევროპული ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის სახით არიან წარმოდგენილები, ვალდებულნი არიან, გამოეხმაურონ ასამბლეას. ეს სხდომა ყველაზე მასშტაბურად წარმოადგენს ევროპის დემოკრატიულ სინდისს.

იდეების სამჭედლო

1949 წლიდან დღემდე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, PACE, რომელსაც ხშირად ევროპის საბჭოს გამწევ ძალას უწოდებენ, ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი ინიციატივების ავტორია (მაგ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია). ამ ორგანოსთან შეთანხმება სავალდებულოა ევროპის საბჭოს ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულების ინიცირებისთვის. ის ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებსა და ადამიანის უფლებათა კომისარს, აგრეთვე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მის მოადგილეს და თავად ასამბლეის გენერალურ მდივანს.

კონკრეტული შედეგები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტები -რეკომენდაციები, რეზოლუციები და მოსაზრებები - სახელმძღვანელოს ფუნქციას ასრულებს მინისტრთა კომიტეტისთვის, ეროვნული მთავრობების, პარლამენტებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის. ამ დოკუმენტების მოთხოვნათა გათვალისწინება და საკანონმდებლო საქმიანობასა და პრაქტიკაში მათი შესრულება დადებითად აისახება ევროპელთა ცხოვრების ხარისხზე.  

საპარლამენტო ასამბლეას შეუძლია სამი სხვადასხვა სახის დოკუმენტის - რეკომენდაციის, რეზოლუციისა და მოსაზრების მიღება.

  • რეკომენდაციები მოიცავს წინადადებებს მინისტრთა კომიტეტისადმი, რომელთა განხორციელება წევრ სახელმწიფოთა მთავრობების კომპეტენციას განეკუთვნება.
  • რეზოლუციებში ხორცშესხმულია ასამბლეის გადაწყვეტილებები საკითხებზე, რომელთა განხორციელების უფლებამოსილებას ის ფლობს, ან მისი თვალსაზრისი იმგვარ საკითხებზე, რომლებზეც მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი.
  • ასამბლეა მოსაზრებებს გამოთქვამს უმთავრესად მინისტრთა კომიტეტის მიერ მისთვის გადაცემულ საკითხებზე, როგორიცაა ევროპის საბჭოში ახალ წევრ სახელმწიფოთა მიღება, ისევე როგორც კონვენციების პროექტები, საბიუჯეტო საკითხები, სოციალური ქარტიის განხორციელება.

გაერთიანებული ევროპის და მისი, როგორც ერთი მთელის წარმომადგენელ ორგანოთა შექმნის იდეა, რომლებიც აღჭურვილნი იქნებოდნენ მის სასარგებლოდ მსჯელობის და შესაძლოა, ქმედების კომპეტენციით, არა ერთხელ იქნა წამოწეული ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. თუმცა, ამ იდეამ მხოლოდ მე-20 საუკუნეში შეიძინა კონკრეტული ფორმა, I მსოფლიო ომამდე კი მისი შექმნის საჭიროება არც თუ ისე საგრძნობი გახლდათ. მიმდევრები მიმდინარეობისა, რომელსაც ამჟამად, ჩვეულებრივ, "ევროპულ იდეას" უწოდებენ, უმთავრესად ორ ჯგუფად განაწილდნენ, ერთი ემხრობოდა ევროპულ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობასა და პოლიტიკის კოორდინირებას, სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობის გარეშე, მეორე კი ევროპის ფედერაციის შექმნას მოითხოვდა.

 

საპარლამენტო ასამბლეა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რეგულარულად იღებს საქართველოს, როგორც წევრი ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიშებს. საქართველო საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რეგულარულად იღებს საქართველოს, როგორც წევრი ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიშებს. საქართველო საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილია დელეგაციით, რომელიც 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან შედგება., რომელიც 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან შედგება.

იცოდით თუ არა, რომ…
ევროპის საბჭო და ევროკავშირი სხვადასხვა ორგანიზაციებია. ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან არცერთი არ შესულა კავშირში ისე, რომ ჯერ ევროპის საბჭოს წევრი არ გამხდარიყო.

წელიწადის რომელ დღეს აღინიშნება ევროპის საბჭოს დაარსება?

  1. 1 მაისი
  2. 8 მარტი
  3. 5 მაისი
Close

არასწორია

Close

არასწორია

Close

სწორია!