Back შშმ პირებთან კომუნიკაციის თემაზე პროკურორებმა და სისტემის გამომძიებლებმა ტრენინგი გაიარეს

შშმ პირებთან კომუნიკაციის თემაზე პროკურორებმა და სისტემის გამომძიებლებმა ტრენინგი გაიარეს

2017 წლის 20-22 ივნისს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით ჩატარდა სამდღანი ტრენინგი პროკურორებისთვის “კომუნიკაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებთან”.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა პროკურორების კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და თემატიკის მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ისეთ საკითხებს როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი შშმ პირების უფლებებთან მიმართებით, შშმ პირის სტატუსი ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, შშმ პირების მონაწილეობა გამოძიების პროცესებში, შეზღუდული შესაძლებლობების ძირითადი სახეები და დისკრიმინაციული ქცევის ანალიზი. სასწავლო კურსი თეორიულ სწავლებასთან ერთად, აქტიურად იყო დატვირთული პრაქტიკული სავარჯიშოებით.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

საქართველოს ოფისში 48 ადამიანი მუშაობს, რომელთა უმრავლესობა თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტებშია ჩართული. ამ პროგრამების მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესრულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.

ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 46 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 27 ევროკავშირის წევრია. ჩვენს ყველა წევრ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის ქვაკუთხედი გახლავთ. 


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge