ევროპის საბჭომ სტუდენტებისა და ჟურნალისტებისათვის ჩაატარა ტრეგნინგები თემაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მედიაში კულტურული სტერეოტიპების დაძლევა. აღნიშნული ღონისძიებები ორგანიზებული იყო ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერება“ და „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტრესებულ მხარეებისათვის დიალოგის ხელშეწყობის დახმარებით“ პროექტების ფარგლებში
ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ წარმოდგენილი იყო ის ძირითადი პრიციპები, რომლებიც უზრუნველყოფს ინტერნეტ მომხარებელთა უფლებების დაცვას, ასევე განხილული იყო კაზუსები რომელთა შესახებ როგორც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსხურმა იმსჯელა. არსებული სამართლებრივი მექანიზმები შესაბამისი საუკეთესო ევროპული სტანდარტები მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო პრინციპებს ეყრდნობა, დაეხმარა მონაწილეებს ცოდნის გაძლიერებაში. ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ასევე მიმოიხილეს პრაქტიკული კაზუსები მედიის სფეროში არსებული კულტურული სტერეოტიპების წარმოასაჩენად და მათ დასაძლევად შესაბამისი საშუალებებზე იმსჯელეს.