Back ვმუშაობთ ერთად წამებასთან ბრძოლის ახალი სამოქმედო გეგმის დახვეწაში

ვმუშაობთ ერთად წამებასთან ბრძოლის ახალი სამოქმედო გეგმის დახვეწაში

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში  და ევროკავშირის დელეგაცია ეხმარებიან საქართველოს მთავრობას წამებასთან ბრძოლის არსებული სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის შეფასებასა და პარტნიორების მიერ შემუშავებული ახალი 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის დახვეწაში.

20 აპრილს თბილისში გამართული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ევროსაბჭოს ექსპერტმა და საქართველოს იუსტიციის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახალხო დამცველის ოფისის, სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს  ახალი სამოქმედო გეგმის შესაბამისობა ევროპის საბჭოსა და ზოგადად ევროპულ  სტანდარტებთან მიმართებაში, ისაუბრეს პრობლემატურ საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

განახლებული სამოქმედო გეგმა სამომავლოდ უნდა დამტკიცდეს ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი  ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ. იგი ხელს შეუწყობს წამებასთან ბრძოლის წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობისა და მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწას  საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მოყვანის მიზნით.

ღონისძიება გაიმართა პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშომლობის ნაწილია.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page