Back კრიზისული სიტუაციების უკეთესი მენეჯმენტი საქართველოს ციხეებში

კრიზისული სიტუაციების უკეთესი მენეჯმენტი საქართველოს ციხეებში

2017 წლის 1-2 მაისს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით საქართველოს ციხეებში კრიზისული ინტერვენციის შემოღების  შესახებ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრა  იმ დახმარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რასაც ევროპის საბჭო საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს  პენიტენციურ სისტემაში კრიზისული ინტერვენციის დამკვიდრებისათვის უწევს.

მოცემული პროცესი  მოკლე საინფორმაციო დოკუმენტის შემუშავებით დაიწყო, რომელიც  ციხეებში კრიზისული ინტერვენციის შესაძლო მოდელებს აღწერდა. ამას მოჰყვა სამუშაო პროცესი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, რომელშიც პენიტენციურ დაწესებულებებში კრიზისული მართვის შემოღების ნაბიჯები გაიწერა. სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა აღნიშნული სამოქმედო გეგმის პირველი ვერსიის განხილვას, ექსპერტებისა და ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობით.

სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია მოამზადეს და განიხილეს,  ევროპის საბჭოს როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო ექსპერტებმა. გეგმა მოიცავს აღწერილობით ნაწილსაც, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა კრიზისული ინტერვენციის კუთხით და მიმოხილულია საერთაშორისო პრაქტიკა აღნიშნულ სფეროში. დოკუმენტში  აღწერილია როგორც მწვავე კრიზისული სიტუაციები, რომლებიც დაუყოვნებელ ჩარევას საჭიროებენ, ასევე მათზე რეაგირების გზები. გეგმაში გამოკვეთილია სტრატეგიულ მოქმედებათა მთავარი მიმართულებები და პრიორიტეტული სფეროები. სამოქმედო გეგმის მიზანია საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს მხარდაჭერა საერთო ამოცანის შესრულებაში - უზრუნველყოს უსაფრთხო და დაცული პატიმრობა, დაიცვას პატიმართა ღირსება და იზრუნოს მათ რეაბილიტაციაზე მეტად უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით. გეგმის უმთავრესი ამოცანა  კრიზისული სიტუაციების თავიდან არიდება, პატიმრებზე კრიზისის გავლენის შემცირება და დაწესებულების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა.

სამოქმედო გეგმა დასრულებულ სახეს მიიღებს მას შემდეგ, რაც მასში გათვალისწინებული იქნება ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა კომენტარები და სამუშაო შეხვედრის დასკვნები, რის შემდეგაც იგი მომზადდება დამტკიცებისა და განხორციელებისათვის.

სამუშაო შეხვედრა ერთ-ერთია იმ აქტივობათაგან, რომლებიც მიმართულია სასჯელაღსრულების სამინისტროს დასახმარებლად ციხეებში ჯანდაცვის გაუმჯობესების გზაზე. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - ფარგლებში, რომელიც კარგი მმართველობისათვის პარტნიორობის ნაწილია.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად!

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page