პროექტი “საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა”  წარმოადგენს ოთხი ეროვნული კომპონენტიდან ერთ-ერთს, რომელიც ხორციელდება ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო პროგრამის ფარგლებში და მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას.  პროექტის მიზანია ქვეყანაში, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წახალისება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და კონტროლის გზით.

პროგრამის სიახლენი პროგრამის სიახლენი

ტრეინინგი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა; დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაცია“

ევროპის საბჭო და ევროპის კავშირი საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით მართავს ტრეინინგს თემაზე “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა; დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაცია“. ტრეინინგში მონაწილეობას იღებენ...

Read More

Georgian AML/CFT Interagency Council Working Group receives advice on National AML/CFT Risk Assessment process

19 მაისი, 2017 თბილისი, საქართველო

ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში ევროპის საბჭო მართავს სამუშაო შეხვედრას AML/CFT უწყებათშორისი საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრებისათვის. შეხვედრა ორგანიზებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან...

Read More

ტრეინინგი ბუღალტრებისა და აუდიტორებისათვის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა“ (AML/CFT)

27-28 თებერვალი, 2017 Tbilisi, Georgia

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული იქნა ორდღიანი ტრეინინგი ბუღალტრებისა და აუდიტორებისათვის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში...

Read More

ამოცანები ამოცანები

დაგეგმილი ღონისძიებების მეშვეობით პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას:

  • საქართველოს კანონმდებლობის ევროპისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება;
  • ეროვნულ და სექტორულ დონეზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი ზომების მიღება;
  • საზედამხედველო და მარეგულირებელ სფეროში პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება ისეთი სექტორებისა და პირებისთვის, როგორებიცაა დაზღვევა, სამორინეები, ადვოკატები, ძვირფასი ქვებითა და ლითონებით მოვაჭრეები, უძრავი ქონების აგენტები, არასამეწარმეო იურიდიული პირები;
  • ბენეფიციარი მესაკუთრისა და იურიდიული პირების გამჭვირვალობის გაძლიერება;
  • შესაბამისი ორგანოების შესაძლებლობების გაუმჯობესება ფულის გათეთრებასა და ეკონომიკურ დანაშაულების სფეროში სისხლის სამართლებრივი დევნის და მართლმსაჯულების განხორციელებისას.
საქმიანობა საქმიანობა

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, ბენეფიციარ ინსტიტუტებთან შეთანხმებისამებრ, მოიცავს შეფასებებს, ექსპერტთა კონსულტაციებს, სამუშაო შეხვედრებს, ტრეინინგებსა და მრგვალ მაგიდებს. პროექტის ფარგლები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვრა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში  მოქმედ ძირითად ინსტიტუტებთან, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურასთან განხილვის შედეგად.

პროექტი  გაგრძელდება 2017 წლის ბოლომდე. პროექტს განახორციელებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის ინფორმაციული საზოგადოებისა და დანაშაულთან ბრძოლის დირექტორატის ეკონომიკური დანაშაულებისა და თანამშრომლობის განყოფილება.  

საკონტაქტო პირი საკონტაქტო პირი

თეა ზარნაძე

პროექტის ოფიცერი

ტე (+995 322913870/71/72/73)

Email: tea.zarnadze@coe.int