Back კიბერდანაშაულის იმიტირებული სავარჯიშო

ორგანიზებულია ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან თანამშრომლობით
კიბერდანაშაულის იმიტირებული სავარჯიშო

კიბერდანაშაულისა და მისი ფინანსური სარგებლის გამოძიება - ერთობლივი და ქმედითი ძალისხმევით: ნოვაციური ინიციატივა, რომელიც მიიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თურქეთს - კიბერდანაშაულის საკოორდინაციო და პარტნიორული სწავლება მიზნად ისახავს კიბერდანაშაულის გამოძიების, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური გამოძიების/მონიტორინგის სფეროში მომუშავე პროფესიონალებს შორის ქმედითი კონტაქტების კვლევასა და დამყარებას.

სავარჯიშო ორგანიზებულია ევროპის საბჭოს კიბერდანაშაულის პროგრამების ოფისის მიერ,  ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობილივი პროექტების Cybercrime@EAP III და iPROCEEDS ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, და ჩატარდება თბილისში 2017 წ. 24-28 აპრილს.

იმიტირებული სავარჯიში მიზნად ისახავს კოორდინაციისა და თანამშრომლობის პრობლემების მაქსიმალურად პრაქტიკულ გადაჭრას, და მონაწილეებისაგან მოითხოვს კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტების ამოცნობას, ციფრული ექსპერტიზის უნარ-ჩვევების გამოყენებას სავარაუდო დამნაშავეების გამოსავლენად და მტკიცებულების მოსაპოვებლად, საეჭვო ფინანსური ტრანზაქციებისა და ფულის გათეთრების აღმოჩენასა და აღმოფხვრას, ასევე საერთაშორისო დახმარების არხების მეშვეობით მონაცემთა მიღებას.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 80-მდე პროკურორი, კიბერდანაშაულის გამომძიებელი, ფინანსური გამოძიებისა და მონიტორნგის ექსპერტი, ასევე კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი შემდეგი ქვეყნებიდან: ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, თურქეთი, მაკედონიის ყოფილი იუგოსლავური რესპუბლიკა, მოლდოვა, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, სომხეთი და უკრაინა. სწავლებას კოორდინაციას გაუწევს გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, რუმინეთისა და საფრანგეთის ექსპერტების გუნდი საქართველოს CERT.GOV.GE სპეციალისტებთან ერთად.

Cybercrime@EAP III: ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთბლივი პროექტი აღმოსავლეთ პარტინიორობის რეგიონში[1] კიბერდანაშაულსა და ელექტრონულ მტკიცებულებაზე კერძო-საჯარო თანამშრომლობის გაუმჯობესებისათვის. პროექტის განხორციელების ვადა 25 თვეა და მისი ბიუჯეტი 1.2 მილიონ ევროს შეადგენს.

iPROCEEDS: ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი ინტერნეტში დანაშაულებრივი შემოსავლის წინააღმდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში და თურქეთში, ევროკავშირის წევრობის მოსამზადებელი ინსტრუმენტის (IPA) ფარგლებში, რომელიც მოიცავს ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, თურქეთს, კოსოვოს*[2], მაკედონიის ყოფილ იუგოსლავურ რესპუბლიკას,  მონტენეგროსა და სერბეთს. პროექტის განხორციელების ვადა 42 თვეა და მისი ბიუჯეტი 5.56 მილიონ ევროს შეადგენს.

ჟურნალისტები მოწვეულნი არიან პლენარულ სესიაზე ორშაბათს, 24 აპრილს, 9.30-დან 10.30-მდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ პროექტების ვებ-გვერდებს (iPROCEEDS/EAP III) ან/და დაგვიკავშირდეთ:

 

კონტაქტი:

ევროპის საბჭო:
ქ-ნი ლილიანა ტროფიმი
პროექტის ოფიცერი
ელ-ფოსტა: [email protected]

 

[1] პროექტი მოიცავს  აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთსა და უკრაინას.

[2] ეს სახელწოდება ზიანს არ აყენებს სტატუსის შესახებ მოსაზრებეს და შესაბამისობაშია გაეროს უშიშროების საბჭოს #1244 რეზოლუციასთან და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსაზრებასთან კოსოვოს* დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესახებ.

თბილისი, საქართველო 24 – 28 აპრილი 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page