პორტფოლიო წარმოადგენს ახალგაზრდული საქმიანობის კომპეტენციის შეფასებისა და მისი განვითარების დაგეგმვის საშუალებას. ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან ახალგაზრდული მუშაკები მუდამ უნდა სწავლობდნენ და თავად ახალგაზრდული საქმიანობა კი ისეთი სფეროა, რომელიც მუდმივად ვითარდება. აი, საკვანძო კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაშიც ეს პორტფოლიო დაგეხმარებათ:

როდესაც ფიქრობთ იმ ახალგაზრდულ საქმიანობაზე, რომელშიც ჩართული ხართ, რას აკეთებთ და რა გჭირდებათ, რომ ეს კარგად გააკეთოთ? რა არის საჭირო, რომ იყოთ კომპეტენტური ახალგაზრდული მუშაკი?

კომპეტენცია არის ამ ინსტრუმენტის გააზრების მთავარი კონცეფცია.

კომპეტენცია არის “რაიმეს წარმატებით ან ეფექტურად შესრულების შესაძლებლობა”. ამ ტერმინს ხშირად ურევენ ტერმინში “უნარი”, თუმცა ისინი არ არიან იგივე. კომპეტენციას უნარისგან ორი რამ განასხვავებს და აყენებს კომპეტენციას უნარზე მაღლა. როცა კომპეტენტური ხარ, შეგიძლია გამოიყენო ის, რაც იცი, დავალების ან გამოწვევის დროს და შეგიძლია ეს შესაძლებლობა გადაიტანო სხვადასხვა სიტუაციებს შორის.

ახალგაზრდულ საქმიანობაში ითვლება, რომ კომპეტენციაში შედის სამი
ურთიერთდაკავშირებული განზომილება:

ცოდნა: ეს
განზომილება ეხება
ყველა საკითხსა და
თემას, თქვენი სამუშაოს
გასაკეთებლად. ეს
კომპეტენციის
„კოგნიტური“ განზომილ
ებაა.
იგი, როგორც წესი,
ასოცირდება თავთან.

უნარები და ჩვევები: ეს განზომილება ითვალისწინებს იმას, რისი კეთებაც თქვენ შეგიძლიათ ან რისი ცოდნაც გჭირდებათ თქვენი სამუშაოს გასაკეთებლად. ეს არის კომპეტენციის „პრაქტიკული“, ანუ უნარების განზომილება. იგი, როგორც წესი, ასოცირდება ხელებთან.

დამოკიდებულება და ფასეულობები: კომპეტენციის განზომილება ითვალისწინებს იმ დამოკიდებულებასა და ფასეულობებს, რომლებიც თქვენ ეფექტურად უნდა გამოიყენოთ თქვენს საქმიანობაში. კომპეტენციის ეს განზომილება, როგორც წესი, ასოცირდება გულთან.

ამ პორტფელის გამოყენება დაგაინტერესებთ, რომ ჩაიხედოთ თქვენს თავში, ხელებში და თქვენს გულში და დაადოკუმენტოთ ის, რისი სწავლაც თქვენ ფიქრობთ, რომ გჭირდებათ, რათა მიაწოდოთ მაღალი ხარისხის ახალგაზრდული საქმიაონობა, იმ ახალგაზრდებისთვის რომლებთანაც მუშაობთ.

ჭკუის კოლოფი!

როდესაც ფიქრობთ თქვენს საკუთარ, გუნდის ან ორგანიზაციის სამუშაოზე, რა ასოცირდება თქვენთვის თავთან, ხელებთან და გულთან? დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები და გამოიყენეთ სურათი პასუხის დასაფიქსირებლად.

  • რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართულმა ადამიანებმა?
  • რისი გაკეთება უნდა შეეძლოთ ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართულ ადამიანებს?
  • რა დამოკიდებულება და ღირებულებები უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართულ ადამიანებს?
  • რას მოუტანთ თქვენ თქვენს ახალგაზრდულ საქმიანობას, რითაც ეს კომპეტენტურს გხდით?

პორტფოლიოს კომპეტენციის ჩარჩო

პორტფოლიო მოიცავს იმას, რასაც ახალგაზრდული საქმიანობა ჩვეულებრივ ან ყველაზე ხშირად აკეთებს. ჩვენ მათ ახალგაზრდული საქმიანობის ფუნქციებს ვუწოდებთ.

ახალგაზრდული საქმიანობის ამ ფუნქციებიდან პორტფოლიო ცდილობს უკეთ გააცნობიეროს, თუ რისი კეთება უნდა შეეძლოთ ახალგაზრდულ მუშაკებს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა კომპეტენციები სჭირდებათ მათ ახალგაზრდული მუშობისათვის.

ახალგაზრდული საქმიანობისათვის საჭირო კომპეტენციები იყოფა ორ კატეგორიად:

  • ახალგაზრდული საქმიანობის სპეციფიკური კომპეტენციები - კომპეტენციები, რომლებიც უნიკალურს ხდიან საქმიანობის ამ სფეროს
  • უფრო ზოგადი კომპეტენციები - კომპეტენციები, რომლებიც ეხება საქმიანობის სხვა სფეროებს, მაგრამ რომლებიც, ჩვეულებრივ, მნიშვნელოვანია ახალგაზრდული საქმიანობისათვის

ეს გამოვლენილი ფუნქციები და კომპეტენციები ერთად ქმნიან იმას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ პორტფოლიოს კომპეტენციის ჩარჩოს.

ჩარჩოში წარმოდგენილი ფუნქციებისა და კომპეტენციების ჩამონათვალი არანაირად არ ნიშნავს, რომ იგი ამომწურავია. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ზოგიერთი კომპეტენცია არ არის მნიშვნელოვანი თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოსთვის ან შეიძლება მოგინდეთ ახალგაზრდული საქმიანობისათვის საჭირო სხვა, ძალიან მნიშვნელოვანი, კომპეტენციების დამატება.

დაიწყეთ პორტფელის გამოყენება, რათა ნახოთ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი თქვენს პრაქტიკაში!

ევროპის საბჭოს ახალგაზრდული საქმიანობის პორტფოლიო არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდული საქმიანობის განმახორციელებლებს განსაკუთრებით ახალგაზრდულ მუშაკებსა და ახალგაზრდა ლიდერებს, ასევე მენეჯერებსა და ადმინისტრატორებს, შეაფასონ და განავითარონ თავიანთი ახალგაზრდული საქმიანობისა და მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ადამიანების კომპეტენცია.

დაწვრილებით ...