ტექნიკური ინფორმაცია

ონლაინ ინსტრუმენტი ავტომატურად ინახავს იმას, რასაც თქვენ აკრეფთ თვითშეფასებაში და სწავლის განვითარების გეგმაში.

თვითშეფასების ფორმა მარცხენა მხარეს შეიცავს ახალგაზრდული საქმიანობისა და კომპეტენციების ფუნქციების ჩამონათვალს. ფუნქციაზე დაწკაპუნებით იხსნება ამ ფუნქციასთან დაკავშირებული კომპეტენციების სია. ფუნქციებისა და კომპეტენციების გვერდით, მარცხენა მხარეს, გამოჩნდება სიმბოლოები, რათა მიუთითოთ დასრულებული გაქვთ თუ არა კომპეტენციის ან ფუნქციის შეფასება.

მარჯვენა მხარეს დაინახავთ თითოეული კომპეტენციის შეფასების ფორმას. კითხვის ნიშნის სიმბოლო გადაგიყვანთ გვერდზე, სადაც ახსნილია კომპეტენცია და სადაც ნახავთ ინფორმაციას ამ კონკრეტულ კომპეტენციასთან დაკავშირებული ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების შესახებ.

ჩემი პორტფოლიოს გვერდზე ნახავთ ღილაკებს, რომლებითაც იხსნება:

  • თვითშეფასების ფორმა და სწავლისა და განვითარების გეგმა
  • თვითშეფასების და სწავლისა და განვითარების გეგმის ბეჭდვა PDF- ში
  • დახმარების ინფორმაცია
  • თვითშეფასების და სასწავლო განვითარების გეგმის გამოქვეყნება (ეს ღილაკი გამოჩნდება მხოლოდ თვითშეფასების და სწავლისა და განვითარების გეგმის დასრულებისას). ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ თვითშეფასებისა და სწავლისა და განვითარების გეგმის გამოქვეყნება

როგორ უნდა შეავსოთ თვითშეფასების ფორმა

თვითშეფასების ფორმა დაყოფილია ახალგაზრდული საქმიანობის ფუნქციებად, ხოლო თითოეული ფუნქცია კი - ახალგაზრდული მუშაკების კომპეტენციებად.

თვითშეფასების თითოეული კომპეტენციისთვის უნდა შეაფასოთ პირველ რიგში ამ კომპეტენციის შესაბამისობა თქვენს სამუშაოსთან 1-დან 5-მდე შკალით (1 = სრულიად შეუსაბამო; 5 = სრულიად შესაბამისი). აქ თქვენ მოგეთხოვებათ მიუთითოთ მიზეზები, თუ რატომ შეაფასეთ თითოეული მათგანი, როგორც შესაბამისი ან შეუსაბამო.

თუ გადაწყვეტთ, რომ კომპეტენცია არ შეესაბამება თქვენს ახალგაზრდულ საქმიანობას (ე.ი. მოუნიშნავთ მას 1-ს), მაშინ თქვენ მოგეთხოვებათ არა მისი შეფასება, არამედ მხოლოდ იმ მიზეზების მითითება, თუ რატომ არ არის იგი შესაბამისი. მაგალითად, შეგიძლიათ ახსნათ, რომ ეს კომპეტენცია არ არის შესაბამისი, რადგან თქვენი ამჟამინდელი ახალგაზრდული საქმიანობის პრაქტიკა საერთოდ არ არის მასთან კავშირში, ან იმის გამო, რომ თქვენს გუნდში არიან სხვა წევრებიც, რომლებიც სპეციალურად მუშაობენ ახალგაზრდული საქმიანობის ამ ასპექტზე.

ამის შემდეგ თქვენ მოგეთხოვებათ შეაფასოთ თქვენი კომპეტენციის დონე 1-დან 5-მდე შკალაზე (1 = სრულიად არაკომპეტენტური; 5 = ძალიან კომპეტენტური).

თქვენ ასევე მოგეთხოვებათ, დაასაბუთოთ თქვენი კომპეტენციის დონე, მოიყვანოთ მაგალითები და აღწეროთ, თუ როგორ შეიძინეთ იგი, ან გაიხსენოთ ახალგაზრდული საქმიანობის სიტუაციები, სადაც იგი წარმოაჩინეთ. ვნახოთ განყოფილება უკუკავშირის მიღებისა და მიწოდების შესახებ. ეს არის ერთ–ერთი მთავარი საშუალება იმის შესამოწმებლად, რომ ის, რასაც თქვენ საკუთარ კომპეტენციად აღიქვამთ, ასევე დაინახონ ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართულმა სხვა პირებმაც.

მაგალითად, თქვენ შეიძლება მიუთითოთ, რომ მონაწილეობა მიიღეთ ტრენინგში კონკრეტულ საკითხზე ან უნარ-ჩვევაზე. შეგიძლიათ მოიყვანოთ კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ იყენებთ თქვენს კომპეტენციას ახალგაზრდებთან საქმიანობისას. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ, რომ მიიღეთ უკუკავშირი თქვენი კოლეგების ან იმ ახალგაზრდებისგან, ვისთანაც მუშაობთ, იმის აღნიშვნით, რომ თქვენ გაქვთ ამ კომპეტენციის გარკვეული დონე. თქვენი კომპეტენციის აღწერის სხვა საშუალებებში შედის ახალგაზრდების გამოხმაურებები, რეფერენსის წერილები ან რეკომენდაციები თქვენი დამსაქმებლის ან მოხალისეების მენეჯერისგან, კურსების ან/და გამოცდების სერტიფიკატები, მტკიცებულებები იმისა, რომ მონაწილეობდით ან ცდილობდით გაგევლოთ სამუშაოსთან შეთავსებული ან სხვა სახის ტრენინგი.

თითოეული კომპეტენციისთვის თვითშეფასების ბოლო საფეხური არის მითითება, არსებობს თუ არა ამ კონკრეტული კომპეტენციის რაიმე მხარე, რომლის გაუმჯობესებაც თქვენ გსურთ. თუ მიუთითებთ, რისი სწავლაც გსურთ ამ კომპეტენციასთან დაკავშირებით, გააკეთეთ ეს ლაკონურად და იყავით კონკრეტული. რასაც ამ კითხვის პასუხში ჩასვამთ, ავტომატურად შევა თქვენი სწავლისა და განვითარების გეგმაში. ღილაკების დახმარებით შეგიძლიათ თვითშეფასების ფორმიდან სწავლის განვითარების გეგმაზე გადასვლა.

უმჯობესი იქნება, თუ თქვენ ჯერ გაეცნობით ამ კონკრეტული კომპეტენციის აღწერას, რათა შეგექმნათ გარკვეული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რისი სწავლა გსურთ შემდგომში. ასევე აჯობებს, ჯერ თავად კარგად მოიფიქროთ, ან გაესაუბროთ სხვებს იმის შესახებ, თუ რისი გაუმჯობესება შეგიძლიათ ამ კომპეტენციასთან დაკავშირებით.

თვითშეფასების შევსებისას შეამჩნევთ, რომ მასში სხვადასხვა გრაფიკული ელემენტი დაგეხმარებათ. როდესაც მიუთითებთ, რომ კომპეტენცია არ შეესაბამება თქვენს სამუშაოს, სისტემა თქვენს მიერ ამ კომპეტენციის შეფასებას განიხილავს დასრულებულად და არ მოგთხოვთ მასზე შემდგომი მიმართვების გაკეთებას. თუ კომპეტენციას შეაფასებთ, როგორც თუნდაც „ოდნავ შესაბამისს“, სისტემა შეფასებას დასრულებულად ჩათვლის მხოლოდ მაშინ, როდესაც მიანიჭებთ ხარისხს და განმარტავთ თქვენი კომპეტენციის დონეს.

მას შემდეგ რაც დაასრულებთ თქვენს თვითშეფასებას, შეგიძლიათ:

  • დაუბრუნდეთ მას და შეცვალოთ იგი ნებისმიერ დროს .
  • გამოაქვეყნოთ იგი ვებგვერდზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენი თვითშეფასება ხილული გახდება ვებგვერდის სხვა მომხმარებლებისთვის. ასევე შესაძლებელია მისი ხელახლა დაფარვა ან შეცვლა ახალი ვარიანტით.
  • ამობეჭდოთ იგი ინტერნეტიდან ან შეინახოთ თქვენს კომპიუტერში, როგორც PDF ფაილი.
ასევე შეგიძლიათ, შექმნათ 'ფიზიკური' პორტფოლიო. ეს გამოგადგებათ დამსაქმებლებთან ან მენეჯერებთან თქვენი კომპეტენციის განხილვის ან დემონსტრირების დროს, თქვენი რეზიუმეს გადამუშავებისას, ან შეფასებისთვის მომზადების პროცესში. ამისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ საქაღალდე, თვითშეფასების ამონაბეჭდი და თქვენი თვითშეფასების გამამყარებელი ყველა დოკუმენტური მტკიცებულების ამონაბეჭდი (ფოტოები, იმ კოლეგების ან ახალგაზრდების სამადლობელი წერილები, რომლებთანაც მუშაობდით, სარეკომენდაციო წერილები, დიპლომები და ა.შ.).

ევროპის საბჭოს ახალგაზრდული საქმიანობის პორტფოლიო არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდული საქმიანობის განმახორციელებლებს განსაკუთრებით ახალგაზრდულ მუშაკებსა და ახალგაზრდა ლიდერებს, ასევე მენეჯერებსა და ადმინისტრატორებს, შეაფასონ და განავითარონ თავიანთი ახალგაზრდული საქმიანობისა და მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ადამიანების კომპეტენცია.

დაწვრილებით ...