ტექნიკური ინფორმაცია

ონლაინ ინსტრუმენტი ავტომატურად ინახავს იმას, რასაც თქვენ აკრეფთ თვითშეფასებაში და სწავლის განვითარების გეგმაში.

თვითშეფასების ფორმა მარცხენა მხარეს შეიცავს ახალგაზრდული საქმიანობისა და კომპეტენციების ფუნქციების ჩამონათვალს. ფუნქციაზე დაწკაპუნებით იხსნება ამ ფუნქციასთან დაკავშირებული კომპეტენციების სია. ფუნქციებისა და კომპეტენციების გვერდით, მარცხენა მხარეს, გამოჩნდება სიმბოლოები, რათა მიუთითოთ დასრულებული გაქვთ თუ არა კომპეტენციის ან ფუნქციის შეფასება.

მარჯვენა მხარეს დაინახავთ თითოეული კომპეტენციის შეფასების ფორმას. კითხვის ნიშნის სიმბოლო გადაგიყვანთ გვერდზე, სადაც ახსნილია კომპეტენცია და სადაც ნახავთ ინფორმაციას ამ კონკრეტულ კომპეტენციასთან დაკავშირებული ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების შესახებ.

ჩემი პორტფოლიოს გვერდზე ნახავთ ღილაკებს, რომლებითაც იხსნება:

  • თვითშეფასების ფორმა და სწავლისა და განვითარების გეგმა
  • თვითშეფასების და სწავლისა და განვითარების გეგმის ბეჭდვა PDF- ში
  • დახმარების ინფორმაცია
  • თვითშეფასების და სასწავლო განვითარების გეგმის გამოქვეყნება (ეს ღილაკი გამოჩნდება მხოლოდ თვითშეფასების და სწავლისა და განვითარების გეგმის დასრულებისას). ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ თვითშეფასებისა და სწავლისა და განვითარების გეგმის გამოქვეყნება

როგორ უნდა შეავსოთ სწავლისა და განვითარების გეგმა

სწავლისა და განვითარების გეგმაში (სგგ) ყურადღება გამახვილებულია კომპეტენციებზე, რომელთა გაუმჯობესება, განვითარება, შესწავლა ან ათვისებაც გსურთ თქვენ კონკრეტული პერიოდის განმავლობაში თქვენი თვითშეფასების დასრულების შემდეგ, და რომელსაც თავად განსაზღვრავთ, როგორც ამისათვის საჭიროს. თვითშეფასებისას თქვენ შეგეკითხებიან, თუ არის კიდევ რაიმე კომპეტენციასთან დაკავშირებით, რომლის სწავლა ან განვითარებაც გსურთ.

სწავლისა და განვითარების გეგმა (სგგ) დაგეხმარებათ ორგანიზება გაუწიოთ სწავლას და განვითარებას ახალგაზრდულ საქმიანობაში. ეს დაგეხმარებათ პრაქტიკულად გამოიყენოთ სწავლა და განვითარება, რომლებიც თქვენ ჩათვალეთ საჭიროდ თქვენი კომპეტენციის ასამაღლებლად.

თვითშეფასების ფორმა ავტომატურად გადასცემს სწავლის განვითარების გეგმაში (სგგ) თქვენს მიერ მითითებულ იმ ასპექტებს, რომელთა განვითარებაც ან რომლებზეც უფრო მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ. თქვენი თვითშეფასების შენახვისთანავე შეგიძლიათ გადახვიდეთ სწავლისა და განვითარების გეგმის ონლაინ ფორმაში და იპოვოთ ისინი იქ.

სწავლისა და განვითარების გეგმა (სსგ) მოგთხოვთ, რომ განსაზღვროთ, თუ "როგორ" გსურთ თქვენი კომპეტენციის შემდგომი განვითარება და აირჩიოთ სწავლის შესაძლებლობების ჩამონათვალის რომელიმე პუნქტი. თქვენ თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, თუ რომელია, თქვენი აზრით, ყველაზე მორგებული მიდგომა ან მეთოდი თქვენი სწავლისა და განვითარებისათვის.

ამის შემდეგ, თქვენ მოგთხოვენ, განსაზღვროთ სწავლის დროითი ჩარჩოები და მომენტი, როდესაც თქვენ გსურთ თქვენი სწავლის პროგრესის შემოწმება ამ სპეციფიკურ კომპეტენციაში. თქვენი დროითი ჩარჩოები თქვენ თავად უნდა აირჩიოთ. ეცადეთ, რომ ეს რეალისტური იყოს როგორც მოკლევადიანი პირადი ან პროფესიული განვითარების საქმიანობისთვის, როგორიცაა მაგალითად, ცოდნის განახლების ერთდღიან კურსზე ჩარიცხვა ან მნიშვნელოვან საკითხზე რაიმეს წაკითხვა, ისევე უფრო ინტენსიური და მომთხოვნი საქმიანობისთვისაც, როგორიცაა განათლების პროცესის თავიდან გავლა ახალი კვალიფიკაციის შესაძენად.

თუ გსურთ, ჩაინიშნოთ შენიშვნა თქვენი სწავლისა და განვითარების გეგმის შესახებ, ფორმაში არის ამის დასამატებელი ადგილი.

თქვენი სწავლისა და განვითარების გეგმის შევსების შემდეგ შესაძლებელი იქნება:

  • დაუბრუნდეთ მას და შეცვალოთ იგი ნებისმიერ დროს.
  • გამოაქვეყნოთ იგი ვებგვერდზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენი სასწავლო გეგმა ხილული გახდება ვებსაიტის სხვა მომხმარებლებისთვის. ასევე შესაძლებელია მისი ხელახლა დაფარვა ან შეცვლა ახალი ვარიანტით.
  • ამობეჭდოთ იგი ინტერნეტიდან ან შეინახოთ თქვენს კომპიუტერში, როგორც PDF ფაილი.

ევროპის საბჭოს ახალგაზრდული საქმიანობის პორტფოლიო არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდული საქმიანობის განმახორციელებლებს განსაკუთრებით ახალგაზრდულ მუშაკებსა და ახალგაზრდა ლიდერებს, ასევე მენეჯერებსა და ადმინისტრატორებს, შეაფასონ და განავითარონ თავიანთი ახალგაზრდული საქმიანობისა და მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ადამიანების კომპეტენცია.

დაწვრილებით ...