პროექტის შესახებ

პროექტი "სასამართლო მენეჯმენტის მოდერნიზაციის მხარდაჭერა საქართველოში: მეორე ფაზა" მიზნად ისახავს სასამართლოების ფუნქციონირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას შემდეგი გზით:

  • სასამართლო მენეჯმენტის მოდერნიზაციის და კარგი პრაქტიკის გაცვლის ხელშეწყობით საპილოტე სასამართლოების, ასევე სასამართლო მენეჯერთა ფორუმის ფარგლებში
  • სასამართლოს თანამშრომლებისა და პრაქტიკოსი იურისტების შესაძლებლობების განვითარებით და CEPEJ-ის ინსტრუმენტების გამოყენების მხარდაჭერით, მათ შორის, ნაშთად დარჩენილი საქმეებისა და სასამართლოში დროის ეფექტიანი მართვით, საქმიანობის შეფასებით და კმაყოფილების კვლევების ჩატარებით
  • მოსამართლეთა მიერ საქმეების მედიაციითვის უფრო მეტად გადაცემით
  • მედიაციის საქმეთა მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის გაუმჯობესებით

პროექტი მხარს დაუჭერს ევროპული სტანდარტების შემდგომ გამოყენებას და ხელს შეუწყობს ევროპის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის 2024-2027  განხორციელებას.

 პროექტის ბიუჯეტი: 550 000 ევრო

  პროექტის ხანგრძლივობა: 1 ოქტომბერი 2025- 31 დეკემბერი 2026

 პროექტის სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციის ხელშეწყობა საქართველოში - მეორე ფაზა

მეთოდოლოგია

მორგებული პოლიტიკის, შესაძლებლობების გაძლიერებისა და ცნობიერების ამაღლების აქტივობების კომბინაციით.

პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

სასამართლოს მომხმარებლები, მოსამართლის თანაშემწეები, სასამართლო მენეჯერები, სასამართლო თანამშრომლები, მედიატორთა ასოციაცია, მედიატორები, ადვოკატთა ასოციაცია და ადვოკატები.

პროექტის მიზნები

  • ინდივიდუალური სასამართლო ქოუჩინგის პროექტების მეშვეობით სასამართლოს მუშაობისა და მომხმარებლებისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება (მათ შორის სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევების ჩატარების მხარდაჭერა)
  • რეკომენდაციებისა და ღონისძიებების შემუშავება ნაშთად დარჩენილი საქმეების შემცირების ინსტრუმენტის დანერგვისთვის
  • რეკომენდაციების შემუშავება სასამართლოს თანამშრომლების სამუშაო დატვირთვის ოპტიმიზაციის შესახებ
  • სასამართლო სისტემის ფუნქციონირებისა და სასამართლო სტატისტიკის მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის გასაუმჯობესებლად CEPEJ-ის მეთოდოლოგიის შესაბამისად (რეგიონული პროექტის Justice Dashboard EaP -თან კოორდინაციაში) შესაძლებლობების განვითარების აქტივობების ჩატარება
  • მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და ხარისხის შესახებ სასწავლო მოდულების დანერგვა
  • მენეჯერების ფორუმების ორგანიზება შერჩეულ თემებზე
  • მოსამართლეებისთვის საქმეების მედიაციაზე გადაცემის, აგრეთვე იურისტებისა და მედიატორებისთვის CEPEJ-ის შესაბამისი ინსტრუმენტების საფუძველზე შესაძლებლობების განვითარების აქტივობების ჩატარება


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge