Back ტენდერი - ღონისძიებების მართვის და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სერვისები

ტენდერი - ღონისძიებების მართვის და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სერვისები

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აცხადებს საჯარო ტენდერს ღონისძიების მართვისა და ტრასნპორტირების მომსახურების გაწევაზე სასწავლო ვიზიტის ორგანიზების მიზნით, „საქართველოში სასამართლო მართვის შემდგომი მოდერნიზაციის მხარდაჭერა “ პროექტის ფარგლებში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 14 სექტემბერი 2026 16:00 საათი (თბილისის დროით).

შესარჩევი კრიტერიუმებისა და სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ შესაბამის დოკუმენტებს:

ყველა განაცხადი უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: [email protected]

განაცხადები უნდა შეიცავდეს ყველა დოკუმენტს, რომელიც ჩამოთვლილია სატენდერო ფაილსა და ხელშეკრულებაში.

განაცხადები უნდა გაიგზავნოს მხოლოდ ზემოთ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუ განაცხადები გაიგზავნება ნებისმიერ სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან გაიგზავნება მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, ასეთი განაცხადები ავტომატურად უარყოფილი იქნება.

თბილისი, საქართველო 31 აგვისტო, 2026 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge