ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში

პროექტი „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებას. პროფესიული სწავლების ეროვნული დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება პროექტის კიდევ ერთი სამიზნე სფეროა. ამ თვალსაზრისით, პროექტი ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების მიმართულებით ეროვნული ტრენერების კომპეტენტური ჯგუფის შექმნას. პროექტი ასევე იმუშავებს უნივერსიტეტებისა და სამართლის სკოლების სასწავლო კურიკულუმებში ახალი/განახლებული სავალდებულო კურსების დანერგვაზე.

- სამართლის სკოლებისა და უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორები
- მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები
- პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები

მაჰირ მუშტეიდზადა

ლევან მესხორაძე

- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს გენერალური პროკურატურა
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
- იურიდიული დახმარების სამსახური
- იუსტიციის უმაღლესი სკოლა
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

620,000 ევრო

