პროექტის მიზანია ხელისუფლების წარმომადგენლების და პროფესიონალების შესაძლებლობების გაზრდა იმისათთვის, რომ უკეთ მოახდინონ ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისგან, სექსუალური ძალადობისგან და ძალადობის სხვა ფორმებისგან დაცვა და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დანერგვა საქართველოში. პროექტის მეშვეობით გაუმჯობესდება ბავშვთა სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფოს რეაგირება  და დაიხვეწება ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში.  

შინაარსი

2014 წელს საქართველომ ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან  დაცვის ევროპის საბჭოს ე.წ. ლანზაროტეს კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა. ლანზაროტის კონვენცია არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და ყოვლისმომცველი საერთაშორისო ინსტრუმენტი,  რომელიც მიმართულია ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის, სექსუალური ძალადობისგან დაცვისა და პრევენციისკენ და დამნაშავეთა დასჯისკენ. აღნიშნული კონვენცია სახელმწიფოსგან მოითხოვს ბავშვთა წინააღმდეგ ჩადენილი ყველა სახის სექსუალური შეურაცხყოფის კრიმინალიზაციას და კონკრეტული საკანონმდებლო ჩარჩოს და პოლიტიკური ზომების მიღებას რათა მოხდეს სექსუალური ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და დამნაშავეთა დასჯა.  

ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით (2010), ეხმიანება, მხარს უჭერს და აძლიერებს არაერთ უნივერსალურ და ევროპულ სტნდარტს. სახელმძღვანელო, საერთაშორისოდ შემუშავებულ სტანდარტებს აძლევს ერთგვარ რეგიონალურ განზომილებას, კერძოდ, გაეროს კონვენციას ბავშვთა უფლებებზე (1989) და გაეროს სახელმძღვანელოს  მართლმსაჯულებაზე იმ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც ბავშვი ჩართულია როგორც მსხვერპლი ან დანაშაულის მოწმე (2005). აღნიშნული სახელმძღვანელო  ემყარება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს იურისპრუდენციას, რომლის გადაწყვეტილებებიც იურიდიულად მბოჭავია.

ევროპის საბჭოს მასალები
მოკლე ვერსია
პროექტის სიახლენი

Back „გესმოდეთ ჩვენი“ ბავშვთა დაცვა ონლაინ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციისგან

„გესმოდეთ ჩვენი“   ბავშვთა დაცვა ონლაინ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციისგან

ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ახორციელებს პროექტს „გესმოდეთ ჩვენი“ - ბავშვთა დაცვა ონლაინ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციისგან.  

18 ნოემბერი ბავშვთა სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციისგან  დაცვის ევროპის დღეა. ამ დღის აღსანიშნავად,  თბილისში,  პროექტის ფარგლებში, მოეწყო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბავშვებმა. ღონისძიების მიზანი იყო ბავშვების გაძლიერება, რომ მათ შეძლონ ონლაინ სექსუალური ძალადობის და სექსუალური ექსპლუატაციის პრევენცია, ამოცნობა  და შესაბამისი დახმარების მოძიება; ასევე, ბავშვების ცნობიერების ამაღლება ინტერნეტით უსაფრთხოდ სარგებლობის შესახებ.

შეხვედრას თავად საერთაშორისო აკადემია ლოგოსის მოსწავლეები უძღვებოდნენ და ესწრებოდნენ  საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელლები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის და სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე, ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ გაეგოთ ქვეყანაში არსებული ბავშვთა დაცვის მექანიზმების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს მათი უფლებების და უსაფრთხოების დაცვას ონლაინ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციისგან.

18 ნოემბერი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page