პროექტის შესახებ

პროექტის „ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ხელშეწყობა საქართველოში“ მიზანია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით გამოტანილი გადაწყვეტილებების სწრაფი და ეფექტური აღსრულების გაუმჯობესება ეროვნულ დონეზე. მიზნის მისაღწევად, პროექტი ხელს შეუწყობს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე პასუხიმგებელი უწყებების, სხვებს შორის, იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და ეროვნული სასამართლოების შესაძლებლობების გაღრმავებას.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულფასოვნად აღსრულების მიზნით, პროექტი უზრუნველყოფს აღსრულების მექანიზმის გაძლიერებას ტრენინგ პროგრამების, პასუხისმგებელი უწყებების კოორდინაციის და წესებისა და პროცედურების გაუმჯობესების გზით.

გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის გაძლიერებას, რათა უზრუნველყოს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაციის ეფექტიანი მონიტორინგი და აღსრულება. გაძლიერებული საპარლამენტო ზედამხედველობის მეშვეობით, პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა პრინციპების დაცვას საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოს დონეზე.

 პროექტის ბიუჯეტი: 850 000 ევრო

 პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი 2024 - 31 დეკემბერი 2025

მეთოდოლოგია

პროექტი სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყენებით, კერძოდ, სამუშაო ჯგუფები/ექსპერტთა შეხვედრები, სემინარები/მრგვალი მაგიდები/კონფერენციები, ტრენინგ სესიები, შექმნის სინერგიას დაინტერესებულ მხარეებს შორის; ხელს შეუწყობს ცოდნის გაზიარებას და მიზნობრივი ინტერვენციების განხორციელებას, რომლებიც მიმართული იქნება შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმების გაძლიერებისკენ.

პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

  • საქართველოს იუსტიციის სამინიტრო
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს პროკურატურა
  • საქართველოს უზენაესი სასამართლო
  • საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახური
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა
  • საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი
  • არასამთავრობო ორგანიზაციები
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

პროექტის მიზნები

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულფასოვანი აღსრულების გზით, პროექტი მიზნად ისახავს შექმნას ისეთი სამართლებრივი გარემო, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ საკუთარი უფლებების დაცვა ეფექტური და სამართლიანი ეროვნული მექანიზმების გამოყენებით. პროექტი საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს საქართველოში სამართლიანი საზოგადოების განვითარებას და გაძლიერებას.


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge