Back ევროპის საბჭომ უმასპინძლა კონფერენციას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხებზე

ევროპის საბჭომ უმასპინძლა კონფერენციას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხებზე

2024 წლის 22 მარტს ევროპის საბჭომ უმასპინძლა კონფერენციას, რომელიც ეხებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას. ღონისძიებაზე აქცენტი გაკეთდა საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის როლზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაში.

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა,   ეროვნულმა დაინტერესებულმა მხარეებმა, მათ შორის პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები და ისაუბრეს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეროვნულ აღსრულებასთან დაკავშირებულ პერსპექტივებსა და გამოწვევებზე.

ამავე კონფერენციაზე შედგა  ევროპის საბჭოს პროექტის „ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ხელშეწყობა საქართველოში“ დაწყების პრეზენტაცია. ეს პროექტი ფოკუსირებული იქნება საქართველოში შესაბამისი დაინტერესებული მხარეების აღჭურვაზე საჭირო ინსტრუმენტებით, რესურსებითა და ექსპერტიზით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულფასოვანი აღსრულება.

 

პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს საქართველოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

თბილისი, საქართველო 22 მარტი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge