ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის ამაღლება“ მიზნად ისახავს მედიის წარმომადგენლებს შორის პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობის ამაღლებას, მაუწყებელებთა მარეგულირებელი ორგანოებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის გაძლიერებას.

ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტრესებულ მხარეებისათვის დიალოგის ხელშეწყობის დახმარებით“ მიზნად ისახავს ინტერნეტის შესახებ ნაციონალური კანონმდებლობის და პოლიტიკის ევროპის საბჭოს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან შესაბამისობის გაძლიერებას. ასევე ინტერნეტ მომხმარებელთა ცნობირების ამაღლებას დაკავშირებულს ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის საშუალებების და ონლაინ სფეროში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე რეაგირების შესაბამის საშუალებების  შესახებ.

პროექტის ამოცანები
მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის ამაღლება:
  • ჟურნალისტებს შორის პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და ეთიკის ნორმების მიმართ პატივისცემის გაძლიერება ჟურნალისტების უფლებებისა და პროფესიული ეთიკის ნორმების შესახებ ცნობიერებების ამაღლების გაგრძელებით;
  • ჟურნალისტური განათლებისა და ტრენინგის ხარისხის გაუმჯობესება ჟურნალისტების ცალკეული უფლებებისა და მოვალეობების გათვალისწინებით;
  • მედიაში უმცირესობათა ჯგუფების გაშუქების გაუმჯობესება და პროფესიულ ღონისძიებათა გაძლიერება დაკავშირებული სიძულვილის ენასა და შეუმწყნარებლობასთან;
  • მაუწყებლის მარეგულირებელი ორგანოებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის  დამოუკიდებლობის მხარდაჭერის გაგრძელება;
პროექტის ამოცანები
ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტრესებულ მხარეებისათვის დიალოგის ხელშეწყობის დახმარებით:
  • ინტერნეტის შესახებ ნაციონალური კანონმდებლობის და პოლიტიკის ევროპის საბჭოს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან შესაბამისობის გაძლიერება (მათ შორის ინფორმაციის მიღებისა და გაგზავნის უფლება, ჟურნალისტების და ბლოგერების დაცვა, ინტერნეტ სივრცეში სიტყვის გამოხატვის თავისუფლების დაცვა და ა.შ.)
  • ევროპის საბჭოს ინტერნეტ მმართველობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართლის შესახებ ხელისუფლების შტოების (მთავრობა, პარლამენტი და სასამართლო) ცოდნის ამაღლება; 
  • ინტერნეტ მომხმარებელთა ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება შესაბამისი სამართლებრივი დაცვის და ონლაინ სივრცეში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მექნიზმების საკითხებზე;
  • ინტერნეტ სერვის პროვაიდერთა ვალდებულების გაძლიერება დაიცვან ონლაინ სივრცეში ადამიანის უფლებები ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად;
პროექტის პარტნიორები

ორივე პროექტი თანამშრომლობს საქართველოში მედიის და ინტერენეტის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო  და დონორ ორგანიზაციებთან.

პროგრამის სიახლენი

Back თბილისში პირველი ანტიSLAPP კონფერენცია გაიმართა

თბილისში პირველი ანტიSLAPP კონფერენცია გაიმართა

2023 წლის 29 ივნისს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, პირველი ანტიSLAPP კონფერენცია გაიმართა, რომელიც სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების საკითხებს შეეხო.

ღონისძიება გახსნეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ სტეფან სირბუმ, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელმა ედუარდ მარიკაშვილმა და საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ  თამარ გვარამაძემ.

სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPP) ფართოდ არის აღიარებული, როგორც  გამოხატვის თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის შეზღუდვის ერთ-ერთი მექანიზმი და გულისხმობს პოლიტიკურად ან ეკონომიკურად გავლენიანი პირების მიერ დაუსაბუთებელი სარჩელების შეტანას საზოგადოების აქტიური წევრების (ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტების) წინააღმდეგ. SLAPP-ით გამოწვეული საფრთხეებს „მსუსხავი ეფექტი“ აქვს ყველაზე, ვინც აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ცდილობს საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე. 2021-2023 წლებში, SLAPP-ის ტენდენცია შეიმჩნევა საქართველოშიც. ამ ეტაპზე, საქართველოს საერთო სასამართლოებში ცილისწამების არანაკლებ 38 საქმე განიხილება. აღნიშნულ სარჩელებს მსგავსი მახასიათებლები აქვთ და სისტემურ ხასიათს ატარებენ.

"SLAPP გამოხატვის თავისუფლებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ევროკავშირი და ევროპის საბჭო აცნობიერებენ ამას და შესაბამის ზომებს მიმართავენ არსებული საფრთხეების თავიდან ასარიდებლად. მე მოვუწოდებ დაინტერესებულ მხარეებს საქართველოში შექმნან ანტიSLAPP ინსტრუმენტები და შესაბამისი მექანიზმები მსხვერპლთა მხარდასაჭერად და ცნობიერების ამაღლებლად, როგროც მედიის საშუალებით, ასევე მოსამართლეებისა და იურისტების კვალიფიკაციის ამაღლების გზით“, აღნიშნავს ევროპის საბჭოს ექსპერტი დირკ ვურჰოფი, ევროპაში SLAPP-ების წინააღმდეგ არსებული CASE კოალიციის წევრი.

პირველი ანტიSLAPP კონფერენციის მიზანია SLAPP-ის სფეროში მთელ  მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ტენდენციების მიმოხილვა. ამასთანავე, ღონისძიება საქართველოში SLAPP-ის პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და გადაჭრის გზების მოძიების პირველი მცდელობაა. პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარეებმა, მათ შორის, ექსპერტებმა აშშ-დან, ევროპიდან და საქართველოდან, ასევე მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, მართლმსაჯულების სისტემის, ადვოკატთა ასოციაციის და სხვა წარმომადგენლებმა.

„SLAPP-ის თემა სახალხო დამცველის დღის წესრიგშია და ასე დარჩება. სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, შევეცდებით იმ ნეგატიური გავლენის შემცირებას, რაც ამან შეიძლება იქონიოს გამოხატვის თავისუფლებაზე,"- თამარ გვარამაძე, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე.

ღონისძიების ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ანტი-SLAPP პლატფორმის ჩამოყალიბების შესახებაც განაცხადეს.

„ანტი-SLAPP პლატფორმის მიზანია საერთო ძალისხმევით დავიცვათ და გავაძლიეროთ მედიის წარმომადგენლები და უფლებადამცველები იმ საფრთხისგან, რაც მოაქვს მათ წინააღმდეგ წარმოებულ SLAPP დავებს. პლატფორმის ფარგლებში, ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია, SLAPP-ის წინააღმდეგ ჩვენი საქმიანობის კოორდინირებას მოვახდენთ. იმედი გვაქვს, სხვა ორგანიზაციებიც დაინტერესდებიან და შემოუერთდებიან ამ პლატფორმას,"-ედუარდ მარიკაშვილი, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI)“ თავმჯდომარე.

კონფერენცია გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივასთან (GDI) თანამშრომლობით. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, კოალიცია SLAPPs-ის წინააღმდეგ ევროპაში (CASE), ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი (HRHF)  და USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page