Back დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობის პროექტმა საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ საჭიროებების შეფასების მისიის ფარგლებში შეხვედრები ჩაატარა

დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობის პროექტმა საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ საჭიროებების შეფასების მისიის ფარგლებში შეხვედრები ჩაატარა

საერთაშორისო პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად აღდგენითი მართლმსაჯულების კანონმდებლობის ფარგლების გაზრდის და აღდგენითი მართლმსაჯულების პოტენციალის შესახებ შესაბამისი მხარეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტის კონსულტანტებმა 2023 წლის 18-21 აპრილს საჭიროებების შეფასების მისიის ფარგლებში შეხვედრები ჩაატარეს. პირისპირ და ჰიბრიდული შეხვედრები ჩატარდა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სახალხო დამცველის აპარატის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, მედიატორებსა და სოციალური მუშაკებთან, მოსამართლეებთან, პროკურორებთან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებთან. ასევე მოინახულეს მედიაციის ცენტრი თბილისში.

საჭიროებების შეფასების მისიის დასრულების შემდეგ ევროპის საბჭოს კონსულტანტები მოამზადებენ შეფასების ანგარიშს, რომელსაც გაუზიარებენ დაინტერესებულ მხარეებს. ანგარიშში მოცემული ანალიზი და რეკომენდაციები ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ აღდგენითი მართლმსაჯულების, როგორც გადაწყვეტის მექანიზმის გამოყენების ფარგლების გაფართოებას.

აქტივობა ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარება საქართველოში“ ხელშეწყობით.

21 აპრილი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

პროექტის მიზანი

პროექტის „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარება საქართველოში“ მიზანია მოქალაქეების მიერ მედიაციის მექანიზმების გამოყენების გაუმჯობესება.

რის მიღწევას ვცდილობთ?

პროექტის ბიუჯეტი

პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 560 000 ევროს.

პროექტის პარტნიორები

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო

საერთო სასამართლოები

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს პარლამენტი

პროექტის ხანგრძლივობა

პროექტი გრძელდება 2022 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის დეკემბრის დეკემბრის ბოლომდე.

საკონტაქტო ინფორმაცია

პროექტს ახორციელებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის ქვეშ არსებული ადამიანის უფლებათა, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის სტანდარტების განხორციელების დეპარტამენტის თანამშრომლობის პროგრამების განყოფილება, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან ერთად.

პროექტის კოორდინატორი

ბაშაკ ბოიოღლუ

პროექტის უფროსი ოფიცერი

თამარ ზუბაშვილი

პროექტის ასისტენტი

ანა თევზაძე

სისხლის სამართლის მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული, ნებაყოფლობითი, ღონისძიებაა, რომლის მიზანიც, დამზარალებელსა და დაზარალებულს შორის, დიალოგის ხელშეწყობაა. მედიაცია ტარდება უსაფრთხო და ნეიტრალურ გარემოში, კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

ევროპის საბჭოს პროექტის „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით მომმზადებული გრაფიკული ვიდეო, დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე.