დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარება საქართველოში
პროექტის მიზანი
პროექტის „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარება საქართველოში“ მიზანია მოქალაქეების მიერ მედიაციის მექანიზმების გამოყენების გაუმჯობესება.
რის მიღწევას ვცდილობთ?
- სამოქალაქო საქმეებზე მომხმარებელთა ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და მედიაციის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში.
- აღდგენითი მართლმსაჯულების, როგორც დავის გადაწყვეტის მექანიზმის გამოყენების გაზრდა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ.
პროექტის ბიუჯეტი
პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 560 000 ევროს.
პროექტის პარტნიორები
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
საერთო სასამართლოები
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
იუსტიციის უმაღლესი სკოლა
საქართველოს პარლამენტი
პროექტის ხანგრძლივობა
პროექტი გრძელდება 2022 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის დეკემბრის დეკემბრის ბოლომდე.
საკონტაქტო ინფორმაცია
პროექტს ახორციელებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის ქვეშ არსებული ადამიანის უფლებათა, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის სტანდარტების განხორციელების დეპარტამენტის თანამშრომლობის პროგრამების განყოფილება, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან ერთად.
პროექტის კოორდინატორი
ბაშაკ ბოიოღლუ
პროექტის უფროსი ოფიცერი
თამარ ზუბაშვილი
პროექტის ასისტენტი
ანა თევზაძე
სისხლის სამართლის მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული, ნებაყოფლობითი, ღონისძიებაა, რომლის მიზანიც, დამზარალებელსა და დაზარალებულს შორის, დიალოგის ხელშეწყობაა. მედიაცია ტარდება უსაფრთხო და ნეიტრალურ გარემოში, კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
ევროპის საბჭოს პროექტის „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით მომმზადებული გრაფიკული ვიდეო, დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე.