Back ევროპის საბჭომ დაიწყო მონაწილეობითი დემოკრატიის რეგიონული აკადემია გურიის მუნიციპალიტეტებისთვის

ევროპის საბჭომ დაიწყო მონაწილეობითი დემოკრატიის რეგიონული აკადემია  გურიის მუნიციპალიტეტებისთვის

ევროპის საბჭოს მონაწილეობითი დემოკრატიის აკადემიამ გურიის რეგიონისთვის გააერთიანა ადგილობრივი უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან. ღონისძიების მთავარი მესიჯი იყო „გადაწყვეტილების მიღების პროცესში  მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა“ .

ორდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის თაობაზე ევროპის საბჭოს სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ინოვაციური ინსტრუმენტებისა და მექანიზმების პოპულარიზაციას, ასევე საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების  უნარებისა და კომპეტენციების გაძლიერებას სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების დანერგვის კუთხით. აკადემიის ფარგლებში მოხდა სამოქალაქო მონაწილეობის სხვადასხვა თემის განხილვა, მათ შორის, ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, სამოქალაქო მონაწილეობა ურბანულ დაგეგმარებაში, მონაწილეობითი ბიუჯეტი და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ადგილობრივი პლატფორმები.

გურიის რეგიონში დემოკრატიული პროცესების გაძლიერების მიზნით მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა:

„ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების აუცილებელი პირობაა მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისობა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებთან. შესაბამისად, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე მაღალი ხარისხის ჩართულობის ხელშეწყობა“

- აღნიშნა ნიკოლოზ როსებაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა.

„გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური სამოქალაქო მონაწილეობა განაპირობებს პოზიტიურ ცვლილებებს ოზურგეთში“ - აღნიშნა ნანა თავდუმაძემ, ოზურგეთის საკრებულოს ადმინისტრაციის უფროსმა.

„ოზურგეთის მუნიციპალურ ორგანოებსა და სამოქალაქო სექტორს შორის დიალოგის რეჟიმი ქმნის დადებით პრეცედენტებს ღია მმართველობა პარტნიორობის პრინციპების წარმატებით დანერგვისათვის“ - აღნიშნა ლევან ხინთიბიძემ, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის თავმჯდომარემ.

ღონისძიების ფარგლებში, საჯარო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის ეფექტური და ინკლუზიური მონაწილეობის მიღწევის ინსტრუმენტებისა და მიდგომების შესახებ, გაიფართოვეს ცოდნა მონაწილეობითი დემოკრატიის კონცეფციისა და ინსტრუმენტების შესახებ და ერთობლივად განსაზღვრეს  სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების გზები.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე საქართველოში, ხელს უწყობს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ისე მოქალაქეებს, ჰქონდეთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

პროექტის აღწერა

30 ნოემბერი - 1 დეკემბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page