Back უწყებათაშორისი თანამშრომლობა შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე

უწყებათაშორისი თანამშრომლობა შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე

2023 წლის 4 ივლისს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მონაცემთა შეგროვების შესახებ მემორანდუმის ცვლილებებისა და სტატისტიკის ერთიანი ანგარიშის ანალიზის მიზნით ჩატარდა ერთობლივი სამუშაო შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით.

შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს 2021-2022 წლებში შეგროვებული მონაცემების ანალიტიკური ანგარიში და შეთანხმდენ ანალიზის დოკუმენტის საბოლოო ფორმატზე. ასევე, მონაწილეებმა იმსჯელეს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემთა ერთიანი სისტემის შესაქმნელად თანამშრომლობის მემორანდუმში ასასახ ცვლილებეზე. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, მოდიფიცირებული მემორანდუმი ითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შემოერთებას მონაწილე უწყებებთან.

2020 წელს პროკურატურამ, უზენაესმა სასამართლომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემთა ერთიანი სისტემის შესაქმნელად თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.  მონაცემთა შეგროვების გასაუმჯობესებლად სამუშაო მეთოდი მოიცავდა დაინტერესებულ სამთავრობო და არასამთავრობო აქტორებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ამ პროცესში.

ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

4 ივლისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page