Back ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს პოლიციის შესაძლებლობებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში

ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს პოლიციის შესაძლებლობებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის 17 თებერვალს თბილისში გაიმართა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ ემსჯელათ სახელმძღვანელო მითითებების სამუშაო ვერსიებზე, რომლებიც ემსახურება არასრულწლოვანთა საქმეების მწარმოებელი და წარმოებაში მონაწილე გამომძიებლების, პოლიციელების და სხვა უფლებამოსილი პირების ინსტიტუციური და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას.

ევროპის საბჭოს ექსპერტის დახმარებით შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებები ხელს შეუწყობს პროფესიული განვითარების პროგრამებისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმების შემუშავებას თანამშრომელთა შერჩევის პროცესისა და არასრულწლოვანთა საქმეების მწარმოებელი და წარმოებაში მონაწილე პირების ტერიტორიული ქვედანაყოფებში გადანაწილების კოორდინაციის გაუმჯობესებას.

დოკუმენტის საბოლოო ვერსია დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა” ფარგლებში, რომლის მიზანია დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა, არასრულწლოვან  მსხვერპლ/დამნაშავეთა მხარდაჭერა, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, პოლიციის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებებისა და  სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გასაჩივრების მექანიზმების  გაუმჯობესება.

 ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

17 თებერვალი 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page