Back რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) აღმასრულებელი მდივანი იოჰან ფრიშტედი ECRI-ის 2020 წლის ანგარიშში გამოვლენილ გამოწვევებზე ისაუბრებს

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) აღმასრულებელი მდივანი იოჰან ფრიშტედი ECRI-ის 2020 წლის ანგარიშში გამოვლენილ გამოწვევებზე ისაუბრებს

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ ახლახანს გამოქვეყნა 2020 წლის ანგარიში, რომელიც რასიზმისა და შეუწყნარებლობის ირგვლივ არსებულ 4 ძირითად მიმართულებას გამოჰყოფს:

-             COVID19-ის შედეგად გაღრმავებული უთანასწორობა;

-             ლგბტი ადამიანების უფლებების დაცვის წინააღმდეგ მიმართული რეაქცია;

-             მზარდი რელიგიური შეუწყნარებლობა;

-             ფესვგადგმული რასიზმი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

იმისათვის, რომ განვიხილოთ ზემოაღნიშნული გამოწვევები, რომლის წინაშეც ევროპა 2020 წელს იდგა,  ონლაინ საუბრების სერია „საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია“ ECRI-ის აღმასრულებელ მდივანს, იოჰან ფრიშტედს უმასპინძლებს. ონლაინ შეხვედრის მოდერატორი ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე იქნება. საუბრები პირდაპირ ეთერში გავა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ოფიციალურ Facebook გვერდზე 8 აპრილს, 17:00 სთ-ზე.

ონლაინ საუბრები ინგლისურ ენაზე წარიმართება. ინგლისურ-ქართული თარგმანი ხელმისაწვდომი იქნება აქ: https://bit.ly/2R0PUDl

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/events/3854318478016030

ონლაინ საუბრების სერია სახალხო დამცველის აპარატთან ერთად საქართველოში COVID-19-ის გავრცელების შემდეგ დაიწყო და მოიცვა სხვადასხვა თემა, მათ შორის სამოქალაქო აქტივიზმი, განათლების მისაწვდომობა, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია, მედიის როლი კრიზისის დროს, უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლებთან დისკუსია და დისკრიმინაციის წინააღმდეგ დაცვის მექანიზმები.

საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია ტარდება „მე ვირჩევ თანასწორობას” კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023  წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

17 აპრილი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page