Back მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ახალგაზრდები იღრმავებენ ცოდნას სიძულვილის ენის შესახებ

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ახალგაზრდები იღრმავებენ ცოდნას სიძულვილის ენის შესახებ

27 ივლისს ევროპის საბჭომ დაიწყო ახალი ტრენინგ კურსი, რომლის მიზანია ახალგაზრდებს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ასწავლოს ადამიანის უფლებების კონცეფციის, მათ შორის ევროპის საბჭოს განმარტებების შესახებ. კურსი მონაწილეებს გააცნობს ინფორმაციას დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის შესახებ და დაეხმარება მათ სიძულვილის ენის საწინააღმდეგო და ალტერნატიული ნარატივების შექმნაში.  

ტრენინგ კურსი ცნობიერების ამაღლების პროექტის „ჩვენ ერთად, ჩვენ შევძლებთ“ ნაწილია, რომელიც ტარდება „ადამიანის უფლებათა ასოციაციის“ მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოსა და ევროპის საბჭოსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ.

 „ჩვენ ერთად, ჩვენ შევძლებთ“ ხელს უწყობს ახალგაზრდებს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენელებს, ისწავლონ ადამიანის უფლებების შესახებ, კერძოდ, თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ და ასევე განახორციელონ საინტერესო და შემოქმედებითი მცირე მასშტაბის პროექტები თავიანთ მუნიციპალიტეტში / თემში.

ეს აქტივობა ტარდა მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

27 ივლისი 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page