Back პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მენეჯერებმა გაიღრმავეს ცოდნა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების შესახებ

პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მენეჯერებმა გაიღრმავეს ცოდნა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების შესახებ

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მენეჯერებისთვის შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრის მიზანი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით  სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებაში გასათვალისწინებელი ფაქტორების შესახებ ცოდნის გაზიარება და პრაქტიკაში არსებული გამოწვევების განხილვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საშუალო რგოლის  მენეჯერები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან. შეხვედრა მოიცავდა თემებს, როგორიცაა დისკრიმინაციული სტერეოტიპები, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის მნიშვნელობა, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა იდენტიფიცირებისა და ეფექტიანი გამოძიების შესახებ რეკომენდაცია,  ეროვნული კანონმდებლობის  მიმოხილვა, საერთაშორისო ვალდებულებები და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების საუკეთესო პრაქტიკა.

ეს აქტივობა ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოშიფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

30-31 ივლისი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page