Back ვსაუბრობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესის შესახებ საქმეთა ჯგუფზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ"

ვსაუბრობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესის შესახებ საქმეთა ჯგუფზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

12 ივნისს ევროპის საბჭომ სახალხო დამცველის აპარატთან ერთად გამართა სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების შესახებ საქმეთა ჯგუფზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ". ღონისძიების მიზანი იყო იდენტობის საქმეთა ჯგუფის აღსრულების მხრივ მდგომარეობის მიმოხილვა, ასევე მის მნიშნველობაზე, ძირითად გამოწვევებზე და სამომავლო ნაბიჯებზე მსჯელობა პროექტის მთავარ პარტნიორებთან ერთად.

„საქართველოს სახალხო დამცველმა ორჯერ წარადგინა მოსაზრება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე. ჩვენს ანგარიშებში ხაზგასმულია ის გამოწვევები რაც მონაცემთა შეგროვებას, სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში თანასწორობის საკითხების ასახვას და მომხდარ ფაქტებზე ეფექტურ რეაგირებას უკავშირდება“, თქვა ეკატერინე სხილაძემ, სახალხო დამცველის მოადგილემ.

„ყველა უმცირესობათა ჯგუფს სრულად უნდა ჰქონდეს შეკრების თავისუფლების უფლება. სტრასბურგის სასამართლოს იურისპრუდენციის თანახმად, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება დაიცვან დემონსტრანტები. დღევანდელი დისკუსიები სასარგებლო იყო არა მარტო ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესის გასაგებად, არამედ უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობისთვის არსებული გამოწვევების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით“, თქვა ვაჰაგ მურადიანმა, საქართელოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ.

შეხვედრაში მონაწილობდნენ სახელმწიფო ინსტიტუციების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ევროპის საბჭოს ექსპერტი. ეს შეხვედრა სხვა ღონისძიებებთან ერთად ხელს შეუწყობს საქმეთა ჯგუფის „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" ეფექტიან აღსრულების პროცესს.

მეტი ინფორმაცია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესის შესახებ საქმეთა ჯგუფზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ"   შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ მბულზე: https://bit.ly/2IvNKn4

შეხვედრა შედგა ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

12 ივნისი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page