Back საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები თბილისში გამართულ მაღალი დონის კონფერენციაზე განიხილეს

საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები თბილისში გამართულ მაღალი დონის კონფერენციაზე განიხილეს

თბილისი, საქართველო – საქართველოს პარლამენტის წევრები და მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, ასევე პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო საზოგადოების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, 2017 წლის 13 მარტს, თბილისში, ევროპის საბჭოს, საქართველოსთვის 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში,  და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის,  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზებულ კონფერენციაზე შეიკრიბნენ და საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები განიხილეს.

კონფერენციის მონაწილეებმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მიღებული გამოცდილება ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში განიხილეს და იმსჯელეს საარჩევნო პროცესის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე მიმოიხილეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოსალოდნელი თუ შესაძლო გამოწვევები. ევროპის საბჭოსა და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებმა ასევე თავიანთი საარჩევნო პროექტების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს.   

„ასეთი სახის არჩევნების შემდგომი კონფერენციები საარჩევნო პროცესის ყველა მხარეს სააარჩევნო კანონმდებლობის და გარემოს გაუმჯობესებისკენ და საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ ხაზგასმული პრობლემების ეფექტური გადაჭრის გზების შესახებ კონკრეტულ მსჯელობაში ჩართვის შესანიშნავ შესაძლებლობას სთავაზობს.  ისინი ასევე არჩევნებთან მიმართებაში მიღწეულ პროგრესს ნათლად წარმოაჩენენ და გვეხმარებიან რომ განვსაზღვროთ ის პრობლემატური მიმართულებები, რომლებიც შემდგომ ყურადღებას საჭიროებენ“, განაცხადა კრისტიან ურსემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა.

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს კიდევ ერთი შესაძლებლობა მისცა, რომ მსოფლიოსთვის კიდევ უფრო მყარ, კონსოლიდირებულ დემოკრატიის ეტაპზე გადასვლა ეჩვენებინა. ჩვენ მოხარულები ვიყავით გვენახა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა და ხელისუფლებამ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს. თუმცა, ასევე გამოვლინდა რიგი ძირითადი პრობლემებისა, რომელთა გადაჭრა ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. ეს კონფერენცია უნიკალური შესაძლებლობაა, რომ განვიხილოთ და გავაანალიზოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების  ძირითადი დასკვნები სრული საარჩევნო ციკლის მიმდინარეობის კუთხით და აგრეთვე ვიმსჯელოთ პროცესის შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობების შესახებ,“ აღნიშნა მონიკა აზიმიმ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა.

„საარჩევნო პროცესების გამჭირვალობის და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების გაზრდას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მსგავსი კონფერენციები კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული ყველა ნაბიჯი განვიხილოთ და ვიმსჯელოთ მიღწეული პროგრესის და მიღებული გამოცდილების შესახებ“, განაცხადა თამარ ჟვანიამ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯმდომარემ.

ევროპის საბჭო და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი ერთობლივ არჩევნების შემდგომ კონფერენციებს საქართველოში ყოველი არჩევნების შემდგომ ატარებენ.   მსგავსი სახის კონფერენციები ჩატარდა 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

34 ილია ჭავჭავაძის გამზირი

0179, თბილისი, საქართველო

ტელ: +995 322913870

 

საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი

7 ნიკო ნიკოლაძის ქუჩა

0118, თბილისი, საქართველო

ტელ:  +995 322999309

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page