პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოში“ დაფინანსებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის მიერ, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული ქმედებების გაძლიერებას შეუწყნარებლობისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე მოწყვლადი ჯგუფების და სოციალური უფლებების დაცვას  როგორც თბილისში ისე რეგიონებში, რათა ხელი შეეწყოს ადამიანის უფლებების დარღვევის დასაცავად ან მისი პრევენციისთვის ეროვნული მექანიზმების განხორციელებას.

პროგრამის მიზნები
  • სახალხო დამცველის შესახებ კანონში ცვლილებების, როგორცადგილობრივი უფლებადამცველი ინსტიტუციების გზამკვლევის, განხილვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში (გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული პარიზის პრინციპები 1993 წ)
  • სახალხო დამცველის  აპარატის გაძლიერება საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში „სასამართლოს მეგობრის“ წარდგენისას
  • სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური ოფისების გაძლიერება ინდივიდუალურ საქმეებთან დაკავშირებით
  • სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკური უნარების გაძლიერება შეუწყნარებლობისა და არასათანადო მოპყრობის  წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე მოწყვლადი ჯგუფების და სოციალური უფლებების დაცვისთვის.
პროგრამის სიახლენი

Back მრგვალი მაგიდა საქართველოს ორგანულ კანონში სახალხო დამცველის შესახებ შესატანი ცვლილებების შესახებ

მრგვალი მაგიდა საქართველოს ორგანულ კანონში სახალხო დამცველის შესახებ შესატანი ცვლილებების შესახებ

2016 წლის 28 ნოემბერს ევროპის საბჭოს ოფისისა და სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით შედგა შეხვედრა მრგვალ მაგიდასთან, სადაც განხილული იქნა ევროპის საბჭოს ექსპერტის მოსაზრება სახალხო დამცველის შესახებ არსებულ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ. შეხვედრის მიზანი იყო მოსაზრების დეტალური განხილვა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად ფუნქციონირებისთვის პრაქტიკული რეკომენდაციების გაზიარება. ევროპის საბჭოს წარმომადგენლების, მოსაზრების ავტორებისა და სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლების პირისპირ შეხვედრა ძალიან წარმატებული გამოდგა.

 დისკუსიის შედეგად, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ომბუდსმენის აპარატის საქმიანობის საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერების მიზნით, აუცილებელია სახალხო დამცველის შესახებ საკანონმდებლო წინადადებაში ცვლილებების შეტანა.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page